"სპალეტი ჩემთვის მამასავითაა, ოსიმენისგან ეს ძალიან გამიკვირდა" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ La Gazzetta dello Sport-მა "ნაპოლის" გარემარბთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ქართველმა ფეხბურთელმა სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

ცხოვრება ნეაპოლში

"სამწუხაროდ, გარეთ იშვიათად გავდივარ, ხალხს აქ ძალიან ვუყვარვარ. როდესაც ნეაპოლში ახალი ჩამოსული ვიყავი, გულშემატკივრებმა მაშინვე მიცნეს, რაც ძალიან გამიკვირდა. ოჯახთან ერთად პომპეის მონახულება მაინც მოვახერხე. ნეაპოლში განსაკუთრებით ორი რამ მიყვარს - პეიზაჟები და მზის ჩასვლა. თუმცა მესამეც არის, პასტა ტომატის სოუსით ძალიან მიყვარს!

ლუჩანო სპალეტის შესახებ

ის ჩემთვის მამასავითაა, ვერასდროს შევძლებ, რომ მადლობა საკმარისად გადავუხადო. მან მომცა საშუალება
მეთამაშა უმაღლეს დონეზე და ეს ჩემს კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ყოველთვის მხარს მიჭერდა, მათ შორის რთულ მომენტებშიც. როდესაც მაქსიმუმს ვერ ვაკეთებდი, მუდამ მამხნევებდა და მიცავდა. მისგან უამრავ რჩევას ვიღებდი. დღესდღეობით როგორი მოთამაშეც ვარ, ეს მისი დამსახურებაა.

აურელიო დე ლაურენტისის შესახებ

დე ლაურენტისი მადლობას იმსახურებს, ჩემი ძალიან სჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხას სრულიად უცხო ბიჭში იხდიდა, მან ეს გააკეთა და დიდი რისკიც გასწია.

რუდი გარსიას შესახებ

მას შეუძლია უკეთეს მოთამაშედ მაქციოს, ახლა მისი სათამაშო სტილის შესახებ ვსწავლობთ. მომწონს როგორც პიროვნება და როგორც მწვრთნელიც. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებაში დაგვეხმარება.

დუეტი ოსიმენთან

ვიცოდი, რომ ოსიმენი ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ ბიჭის თავმდაბლობამ გამაკვირვა, ერთმანეთს იდეალურად შევეწყეთ, რაც მოედანზეც კარგად გამოჩნდა. ყოველთვის ვიცი, სად იმყოფება, თითქოს მის მოძრაობას მუდამ ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ვიქტორიც იმავეს გეტყვით", - განუცხადა კვარაცხელიამ იტალიურ გამოცემას.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს პირველ ტურში "ფროზინონეს" დაუპირისპირდება, მატჩი 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელია სეზონის სტარტს გამოტოვებს? - მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს

altკვარაცხელია ტრავმირებულია, ოსიმენი "გაუჩინარდა", "ნაპოლი" არადამაჯერებელია, სეზონი კი მალე დაიწყება

alt"ნაპოლიმ" "ჟირონას" პენალტების სერიაში სძლია - კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
ბიჭოო, აი აქ, კომენტარებში ვიღაცეები ხვიჩაზე რაღაც ისე საუბრობენ და თითოეულს გეკითხებით, რა სარგებელი მოგიტანიათ სამშობლოსთვის და რის გამო აძლევთ თავს უფლებას, აკრიტიკოთ ის, ვინც საქართველოს სახელს თავ აწეული ატარებს მთელს მსოფლიოში? რა გინდათ ამ ბიჭისგან, მწვრთნელმა და გუნდმა და ფეხბურთელებმა იციან თუ რატომ, რისთვის არ ითამაშა ამა თუ იმ თამაშზე და ნუ გესლავთ ამ ვარსკვლავა ბიჭს ტო, რა ხალხი ხართ, ოღონდ რამე დაგაჭერინათ ადამიანში, მიზეზს ეძებთ და ამ დროს თქვენ თვითონ ვინ და რუს გამკეთებლები ხართ?
ჯოი
16:11 10-02-2024
0
როგორც ეტყობა დასვენება არ ეყო და დეისვენოს ახლა რამდნიც უნდა, დიდი ამბავი!! ნაპოლი მოითმენს როგორმე,ჩვენთვის მაინც არ იყო,როცა ახალგაზრდულში გვჭირდებოდა ჰაერივით..თანაც დროც მეტი ექნება ინტერვიუების ჩასაწერად, ზოგიც ეხლა ბაბუებად და პაპებად მოიხსენიოს თუ არა მამები ბევრი დაუგროვდა....
Jora-giorgi
11:58 07-08-2023
46

სიახლეები პოპულარული