"სპალეტი ჩემთვის მამასავითაა, ოსიმენისგან ეს ძალიან გამიკვირდა" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ La Gazzetta dello Sport-მა "ნაპოლის" გარემარბთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ქართველმა ფეხბურთელმა სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

ცხოვრება ნეაპოლში

"სამწუხაროდ, გარეთ იშვიათად გავდივარ, ხალხს აქ ძალიან ვუყვარვარ. როდესაც ნეაპოლში ახალი ჩამოსული ვიყავი, გულშემატკივრებმა მაშინვე მიცნეს, რაც ძალიან გამიკვირდა. ოჯახთან ერთად პომპეის მონახულება მაინც მოვახერხე. ნეაპოლში განსაკუთრებით ორი რამ მიყვარს - პეიზაჟები და მზის ჩასვლა. თუმცა მესამეც არის, პასტა ტომატის სოუსით ძალიან მიყვარს!

ლუჩანო სპალეტის შესახებ

ის ჩემთვის მამასავითაა, ვერასდროს შევძლებ, რომ მადლობა საკმარისად გადავუხადო. მან მომცა საშუალება
მეთამაშა უმაღლეს დონეზე და ეს ჩემს კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ყოველთვის მხარს მიჭერდა, მათ შორის რთულ მომენტებშიც. როდესაც მაქსიმუმს ვერ ვაკეთებდი, მუდამ მამხნევებდა და მიცავდა. მისგან უამრავ რჩევას ვიღებდი. დღესდღეობით როგორი მოთამაშეც ვარ, ეს მისი დამსახურებაა.

აურელიო დე ლაურენტისის შესახებ

დე ლაურენტისი მადლობას იმსახურებს, ჩემი ძალიან სჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხას სრულიად უცხო ბიჭში იხდიდა, მან ეს გააკეთა და დიდი რისკიც გასწია.

რუდი გარსიას შესახებ

მას შეუძლია უკეთეს მოთამაშედ მაქციოს, ახლა მისი სათამაშო სტილის შესახებ ვსწავლობთ. მომწონს როგორც პიროვნება და როგორც მწვრთნელიც. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებაში დაგვეხმარება.

დუეტი ოსიმენთან

ვიცოდი, რომ ოსიმენი ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ ბიჭის თავმდაბლობამ გამაკვირვა, ერთმანეთს იდეალურად შევეწყეთ, რაც მოედანზეც კარგად გამოჩნდა. ყოველთვის ვიცი, სად იმყოფება, თითქოს მის მოძრაობას მუდამ ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ვიქტორიც იმავეს გეტყვით", - განუცხადა კვარაცხელიამ იტალიურ გამოცემას.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს პირველ ტურში "ფროზინონეს" დაუპირისპირდება, მატჩი 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელია სეზონის სტარტს გამოტოვებს? - მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს

altკვარაცხელია ტრავმირებულია, ოსიმენი "გაუჩინარდა", "ნაპოლი" არადამაჯერებელია, სეზონი კი მალე დაიწყება

alt"ნაპოლიმ" "ჟირონას" პენალტების სერიაში სძლია - კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
კარგი ინტერვიუა..თავმდაბალი ახალგაზრდა კაცის ძალიან კონკრეტული და ლაკონური პასუხებით..პასუხისმგებლობის და პატივსცემის გრძნობებით...იმედია მალე სასაუბრო ენასაც დახვეწავს და ნეაპოლის მოსახლეობას უფრო ახლოს გაეცნობა...მას ეს აუცილებლად ჭირდება..რომ უკეთესად შეიგრძნოს რამხელა სიყვარული და თანადგომას გამოხატავს მის მიმართ გულშემატკივარი..როგორ ეიმედებათ მისი..ეს განუზომელი ენერგიის სტიმულის მომცემი იქნება შემდგომში მისი როგორც ფეხბურთელის ასევე როგორც პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში..ახლა მთავარია მალე გამოჯანრთელდეს..რომ სრულოფასოვნად გაიაროს მოსაზმადებელი პერიოდი და სეზონს ჩვეულ ფორმაში შეხვდეს...ბოლოს ერთი რამ ვერ გავიგე...რა გაუკვირდა ხვიჩას ოსიმენისგან? იქნებ გაგავაცნოთ ოსიმენის მოსაზრება
ბუჯანგა
06 აგვისტო 2023 12:51
1
თავდაბლობა გამიკვირდაო!!!
რიგითი გულშემატკივარი
06 აგვისტო 2023 13:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული