დავითაშვილის "ბორდომ" სეზონი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველ ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ გასვლაზე „პოსთან“ 0:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას და პენალტი ვერ გამოიყენეს.

"ბორდოს" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა და 78-ე წუთზე შეცვალა. მან შოვში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და შავი სამკლავურით ითამაშა.

14 აგვისტოს ჟირონდული გუნდი „კონკარნოს“ უმასპინძლებს.

პო. „ნოსტ კამპი“
პო - ბორდო 3:0
გოლები: 1:0 საივე (17), 2:0 ჟორჟი (20), 3:0 ბუტაიბი (73)
გამოუყენებელი პენალტი: ვიპოტნიკი (65, ბორდო)

მკითხველის კომენტარები / 11 /
კაცური კაცია სულიკო დავითაშვილი და კაცად გაზარდა ზურიკოც.
გულშემატკივარი
02:32 08-08-2023
3
ზურიკო, შემოგევლე, ასეთი თამაში, როცა პასებს მხოლოდ უკან აკეთებდი - შენ არ გეკადრება. დაფიქრდი!!! შენ ქართული ფეხბურთის ერთ - ერთი იმედი ხარ და იმიტომ გვინდა უკეთესად ითამაშო. გაიგე??!!
ვაჟა მასწ.
11:32 08-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული