კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - მარიო რუი "ნაპოლისთან" დამშვიდობებას აპირებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშა, დიდი ალბათობით 11 აგვისტოს "აპოლონთან" სპარინგს გამოტოვებს, 19 აგვისტოს კი "ფროზინონესთან" სერია A-ს პირველი ტურის მატჩისთვის მზად იქნება.

საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს ახალწვეულმა ნატანმა, ვიქტორ ოსიმენმა და პიოტრ ზელინსკიმ, ხოლო ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა ტრავმას მკურნალობს.

ინდივიდუალურად ემზადებოდა 32 წლის მარიო რუი, რომლის შესახებ spazionapoli იტყობინება, რომ შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს, თანაც უახლოესი ორი დღის განმავლობაში. პორტუგალიელს კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული, გაგრძელებას არ აპირებს და ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა მარიო ჯუფრედიმ
კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და მწვრთნელ რუდი გარსიას განუცხადეს, რომ კარგი შეთავაზების შემთხვევაში, გუნდის გამოცვლა სურთ.

Sportitalia-ს ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა 9 აგვისტოს გაიმართება და ყველაფერი ნათელი გახდება. მარიო რუის "ლაციო" ეპატიჟება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას საუდის არაბეთში თავის გუნდში თანამემამულე რონალდო უხმობს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ხვიჩას მალე ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომას და ახალი სეზონის წარმატებულად ჩატარებას ვუსურვებ! ის ბოღმიანი დღესვე წავიდეს, 2 დღეს ნუ იფიქრებს
საქართველო
13:06 08-08-2023
2
მარიო რუის წასვლას ხვიჩას ყველა გულშემატკივარი მიესალმება,ბოღმის ტომარა,როგორც კი ბურთს მიიღებდა ოღონდ ხვიჩა არა და გინდ ეშმაკს მიეღო მისგან პასი.
სვანსკი
10:20 08-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული