კანკავა გატანასთან ახლოს იყო - "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგაზე დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე ჰაიფის „მაკაბისთან“ 1:2 დამარცხდა.

სლოვაკურ გუნდში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. კანკავას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ შორიდან დარტყმული ბურთი ხარიხას გაარტყა.

საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა პლეი-ოფში "იანგ ბოიზს" შეხვდება, ხოლო დამარცხებული ევროპა ლიგის პლეი-ოფში - "რაკუვსა" და ლიმასოლის "არისს" შორის გამარჯვებულს.

ნებისმიერ შემთხვევაში „სლოვანს“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 21 375 მაყურებელი
სლოვანი - მაკაბი 1:2
გოლები: 0:1
პიეროფი (5), 1:1 კუცკა (12), 1:2 საბა (15)

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეხ როგორ მენანება ჯაბა გურამა და ასეთი ფეხბურთელები სლოვაკეთში და სადღაც რომ ალევენ თავიანთ ძალებს და გამოცდილებას კარიერის ბოლოს….(( სადა გვყავს მენეჯმენტი თორემ სლოვანის ნაერი გუნდი უნდა იყოს მინიმუმ თბილისის დინამო ტორპედო ბათუმი და ჯაბა უნდა იყოს თბილისის დინამოს კაპიტანი!
შახრუდინი
02:18 10-08-2023
3
ეგ არაფერი მაინც გავა სლოვანი
ვარლამი,პოლინეთიდან
01:37 10-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული