"ბაიერნი" პარკაძეს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარით ავსტრიულ გუნდში გაუშვებს

AutoSharing Option
ავსტრიული laola1 იტყობინება, რომ "ბაიერნის" 18 წლის ნახევარმცველი ლუკა პარკაძე, ალბათ, კარიერას ვენის "ადმირაში" გააგრძელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პარკაძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია; "ადმირა" კარგა ხანი სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობდა. ახლა, როგორც ჩანს, შემტევი ნახევარმცველით გაძლიერდება, რომელსაც მიუნხენური კლუბისგან იჯარით აიყვანს და მან "ვალდჰოფში" გადასული ანჯელო გატერმაიერი უნდა შეცვალოს, რომლის წასვლა მტკივნეული იყო. ინფორმაცია გუნდის მწვრთნელმა ტომას პრატლმა დაადასტურა.

"ადმირა" ავსტრიის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბია, ამჟამად კარგი დროება არ უდგას, პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს, ლუკასთვის კი ახალ გუნდში თამაში კარგი გამოცდილება
იქნება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
უკვე 18 წლისაა და ავსტრიის მეორე ლიგაში უშვებენ???!!!!
ნიუჟელი ავსტრიის მეორე ლიგა საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი დონეა?
ნიკი
14:04 21-07-2023
1
დუბლებიდან პირდაპირ ნაკრებში არავინ ათამაშებდა ეგ ისედაც ნათელი იყო. მთავარია კარგად გამოიჩინოს თავი, ან ბომბარდირი უნდა გახდეს ან ყველაზე მეტი საგოლე პასი უნდა ქონდეს ან ემვიპი უნდა გახდეს რო ბაიერნში თამაშმა მოუწიოს.
გიორგი
08:53 20-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული