ხვიჩას წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "ნაპოლიმ" "აპოლონს" სძლია

AutoSharing Option
წინასასეზონო შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ კვიპროსის „აპოლონი“ 2:0 დაამარცხა.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, მისი გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო, მისი პასები ოსიმენმა და ოლივეირამ ვერ გამოიყენეს, შემდეგ მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ უფრო აქტიურად შეუტია, კვარაცხელიამ საჯარიმოში პასი ოლივეირას გაუკეთა, მან ოსიმენი მოძებნა და ნიგერიელმა ანგარიში გახსნა. 65-ე წუთზე რუდი გარსიამ მოედნიდან წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის „კვარა“ გაიყვანა, შეცვლაზე შესული სიმეონე კი მეკარესთან პირისპირ გავიდა,
გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ერთი სიტყვით, "ნაპოლიმ" ძალდაუტანებლად, ნება-ნება თამაშით ადვილი გამარჯვება მოიპოვა და 19 აგვისტოს სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“. 7 400 მაყურებელი
ნაპოლი - აპოლონი 2:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (60), 2:0 სიმეონე (71)

მკითხველის კომენტარები / 39 /
წარმატება ხვიჩას და ყველა ქართველ ლეგიონერებს, საქართველოს ნაკრების წარმატება ძირითადად ამ ფეხბურთელების კარგ თამაშზეა დამოკიდებული. აქ ვკითხულობ ზოგიერთ უეროვნებო და ალბათ კიდევ უსქესო არსებებების კომენტარს, მაგრამ რა უნდა გაგიკვირდეს კაცს, ეს იმათი მიმდევრებია, ვინც თამარ მეფე და ეკლესიური წმინდანები პრეზერვატივზე გამოსახეს, აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, ერეკლე მეორე მოღალატედ გამოაცხადეს. ამათ ახლა კიდევ ახალი ურაპატრიოტები დაემატა, ამათ არ მოსწონთ ხვიჩას ნათქვამი- საქართველოს მომავალი ევროპაშია. ამათ ხელში გაძლეობას ვუსურვებ კვარაცხელიას, საბედნიეროდ ჯერ სხვებს არ ეხებიან.
alex
12:11 13-08-2023
3
გამომძვრალან სანაიას აქტივისტები ვახო ჭორიკანა ლეონ-ს სხვებიც,რაო სანაიამ რა გითხრათ?
asea
19:19 12-08-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული