ხვიჩას წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "ნაპოლიმ" "აპოლონს" სძლია

AutoSharing Option
წინასასეზონო შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ კვიპროსის „აპოლონი“ 2:0 დაამარცხა.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, მისი გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო, მისი პასები ოსიმენმა და ოლივეირამ ვერ გამოიყენეს, შემდეგ მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ უფრო აქტიურად შეუტია, კვარაცხელიამ საჯარიმოში პასი ოლივეირას გაუკეთა, მან ოსიმენი მოძებნა და ნიგერიელმა ანგარიში გახსნა. 65-ე წუთზე რუდი გარსიამ მოედნიდან წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის „კვარა“ გაიყვანა, შეცვლაზე შესული სიმეონე კი მეკარესთან პირისპირ გავიდა,
გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ერთი სიტყვით, "ნაპოლიმ" ძალდაუტანებლად, ნება-ნება თამაშით ადვილი გამარჯვება მოიპოვა და 19 აგვისტოს სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“. 7 400 მაყურებელი
ნაპოლი - აპოლონი 2:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (60), 2:0 სიმეონე (71)

მკითხველის კომენტარები / 39 /
ხვიჩა გენაცვალე გაასწორე პრიცელი:)), მოუმატებს დარწმუნებული ვარ!! წარმატებები და იცოდე, ნაც ხროვის გარდა ყველა შენ გვერდით ვართ!
სანდრო
23:28 11-08-2023
62
გენაცვალე ხვიჩა!!! 19 ში გისურვებ იმაზე უკეთესს სტარტს ვიდრე წინა სეზონში გქონდა!!! უფალი გფარავდეს❤️
გულშემატკივარი
22:29 11-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული