ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ქალაქელები" მის შემცვლელს აუცილებლად შეიძენს. გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, "სიტის" ლუკას პაკეტას შეძენა სურს და "ვესტ ჰემს" 60 მილიონი ფუნტი შესთავაზა. "ჩაქუჩებმა" წინადადება იუარა, თუმცა მანჩესტერელები ახალი გაუმჯობესებული შეთავაზების გაკეთებას გეგმავენ.
ცნობილი ბრიტანული გამოცემა Goal-ი "სიტის" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ურჩევს და ამის მიზეზებსაც განმარტავს.
"ერთი წლის წინ მისი სახელი ალბათ ძალიან ცოტა გულშემატკივარმა იცოდა, თუმცა
კვარაცხელიამ, რომელსაც "კვარადონას" უწოდებენ, გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა. 22 წლის ფეხბურთელს დრიბლინგის შესრულების წარმოუდგენელი ნიჭი აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ პრესინგის თამაშიც მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.
"სიტის" გულშემატკივრებს ქართველი ფეხბურთელების მიმართ უდიდესი სიყვარული გააჩნიათ, რაც "ქალაქელებისთვის" არც ისე კარგ პერიოდში გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა. ეჭვგარეშეა, ქართული ფეხბურთის ჯერჯერობით ბოლო ვარსკვლავს ქალაქ მანჩესტერში გაშლილი ხელებით მიესალმებიან.
დე ბრუინის ტრავმა კლუბმა არა პრობლემად, არამედ შესაძლებლობად უნდა მიიჩნიოს, დიდი ალბათობით, ბელგიელის შეცვლა 2-3 წელიწადში საჭირო მაინც გახდება. მიუხედავად ფოდენის მიმართ პატივისცემისა, ინგლისელი კევინის სრულყოფილ შემცვლელად ვერ მოიაზრება.
ამ მიზეზების გამო "მანჩესტერ სიტიმ" ყველაფერი უნდა გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად. ქართველის ტრანსფერის სავარაუდო თანხა 90 მილიონ ფუნტამდე აღწევს, თუმცა 22 წლის ასაკში მან უკვე დააფიქსირა ის შედეგები, რაც "ეტიჰადს" ამჟამად ჰაერივით სჭირდება", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" სერია A-ს პირველი ტურის მატჩს 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" გამართავს.
კანდელაკი "ალ ნასრის" დამრიგებლად ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ მწვრთნელს სთავაზობს
"დაიბადა, რომ იყოს ჩემპიონი" - ნიცა თავაძის პოსტი ხვიჩა კვარაცხელიაზე "ნაპოლის" ჩემპიონობის შემდეგ
დიდი შრომაა საჭირო. რამოდენიმე ქართველმა მოთამაშემ დიდი სიტყვა უნდა თქვას მსოფლიო ფეხბურთში, ბოლო-ბოლო ნაკრები მაინც უნდა გავიდეს ევროზე
მხოლოდ ამის მერე დაფასდება ქართული ფეხბურთი.
ეროვნულ ჩემპიონატს რო ვიხსენებ ყველა იმედი მეკარგება