"დე ბრუინს კვარაცხელია იდეალურად შეცვლიდა" - Goal-ი "სიტის" ქართველის შეძენას ურჩევს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ პრემიერლიგის 1-ელ ტურში "ბარნლისთან" მიღებული ტრავმის გამო კევინ დე ბრუინი 3-4 თვეს გამოტოვებს, ბელგიელს ოპერაცია ესაჭიროება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ქალაქელები" მის შემცვლელს აუცილებლად შეიძენს. გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, "სიტის" ლუკას პაკეტას შეძენა სურს და "ვესტ ჰემს" 60 მილიონი ფუნტი შესთავაზა. "ჩაქუჩებმა" წინადადება იუარა, თუმცა მანჩესტერელები ახალი გაუმჯობესებული შეთავაზების გაკეთებას გეგმავენ.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Goal-ი "სიტის" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ურჩევს და ამის მიზეზებსაც განმარტავს.

"ერთი წლის წინ მისი სახელი ალბათ ძალიან ცოტა გულშემატკივარმა იცოდა, თუმცა
დღესდღეობით ქართველი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა, მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" სერია A-ს ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

კვარაცხელიამ, რომელსაც "კვარადონას" უწოდებენ, გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა. 22 წლის ფეხბურთელს დრიბლინგის შესრულების წარმოუდგენელი ნიჭი აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ პრესინგის თამაშიც მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

"სიტის" გულშემატკივრებს ქართველი ფეხბურთელების მიმართ უდიდესი სიყვარული გააჩნიათ, რაც "ქალაქელებისთვის" არც ისე კარგ პერიოდში გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა. ეჭვგარეშეა, ქართული ფეხბურთის ჯერჯერობით ბოლო ვარსკვლავს ქალაქ მანჩესტერში გაშლილი ხელებით მიესალმებიან.

დე ბრუინის ტრავმა კლუბმა არა პრობლემად, არამედ შესაძლებლობად უნდა მიიჩნიოს, დიდი ალბათობით, ბელგიელის შეცვლა 2-3 წელიწადში საჭირო მაინც გახდება. მიუხედავად ფოდენის მიმართ პატივისცემისა, ინგლისელი კევინის სრულყოფილ შემცვლელად ვერ მოიაზრება.

ამ მიზეზების გამო "მანჩესტერ სიტიმ" ყველაფერი უნდა გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად. ქართველის ტრანსფერის სავარაუდო თანხა 90 მილიონ ფუნტამდე აღწევს, თუმცა 22 წლის ასაკში მან უკვე დააფიქსირა ის შედეგები, რაც "ეტიჰადს" ამჟამად ჰაერივით სჭირდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" სერია A-ს პირველი ტურის მატჩს 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" გამართავს.

alt"სპალეტი ჩემთვის მამასავითაა, ოსიმენისგან ეს ძალიან გამიკვირდა" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

altკანდელაკი "ალ ნასრის" დამრიგებლად ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ მწვრთნელს სთავაზობს

alt"დაიბადა, რომ იყოს ჩემპიონი" - ნიცა თავაძის პოსტი ხვიჩა კვარაცხელიაზე "ნაპოლის" ჩემპიონობის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეჰ. კვარა მაინც ქართველია და არ ფასდება :)

დიდი შრომაა საჭირო. რამოდენიმე ქართველმა მოთამაშემ დიდი სიტყვა უნდა თქვას მსოფლიო ფეხბურთში, ბოლო-ბოლო ნაკრები მაინც უნდა გავიდეს ევროზე
მხოლოდ ამის მერე დაფასდება ქართული ფეხბურთი.
ეროვნულ ჩემპიონატს რო ვიხსენებ ყველა იმედი მეკარგება
3
გუშინ ვინც უყურა მან სიტის თამაშს ალბათ ყველამ ნახეთ რიგორ აკლდა ამ გუნდს დე ბრუინე, გიუნდაგანი და ჩამი საყვარელი ფეხბურტელი ბარდღუნია ბერნარდუ სილვა!:) აი გრილიში ხომ მაგარია, მაგრამ ხვიჩას დონის ნაღდად ვერ არის!
რობი
13:25 17-08-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული