ახალი სეზონის დაწყების წინ "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ თავისი გუნდის შესახებ DAZN-თან ისაუბრა:
"ნეაპოლში ფეხბურთის სიყვარული ზღვარგადასულია, ჩემი აზრით, რელიგიაა. "ლილში" მუშაობისას ჩემპიონები გავხდით და თასი მოვიგეთ, მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ბიჭებმა მაღალ დონეს მიაღწიეს, მე კი მინდა, წინსვლა გააგრძელონ. ეს ყოველთვის ძნელია.
ჩემი ბიჭების ხარისხი გუნდური სულისკვეთებაა. ისინი უკეთ თამაშობენ, ვიდრე ადრე, თუმცა გაუმჯობესება მართებთ. ჩემი ამოცანა სწორედ ესაა, რომ მათ ახალი ჰორიზონტები გავუხსნა. ახალი სისხლია საჭირო, გუნდი ქამელეონივით უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთელები პროგნოზირებადნი გახდებიან, ხოლო მათი თამაში
- მოსაწყენი.
ერთ-ერთი ჯოკერი უდავოდ ჯაკომო რასპადორი იქნება. სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია მოქმედება, თუნდაც პლეიმეიკერად, როგორც ამსტერდამში. ორი ფორვარდით შეტევის შესაძლებლობაც უნდა გვქონდეს. ჩვენ ხომ ჩოლიტო (ჯოვანი სიმეონე) გვყავს.
ვიქტორ ოსიმენი ლიდერია, მუდამ გამარჯვება უნდა და გუნდს მიათრევს. ცოტა რონალდოს ჰგავს. მოგების შემდეგ ბედნიერია და პარტნიორებს სურათების გადასაღებად უძახის. ეს მომწონს. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მარტო შეტევა კი არ ეხერხება, არამედ დაცვასაც ეხმარება, მეტოქეზე ზეწოლას ახორციელებს, რაც გუნდისთვის კარგია.
ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია კიდევ უფრო უკეთესი გახდეს. ბურთთან ერთად გენიოსია. მისი დრიბლინგი სასიამოვნო სანახავია.
ჯოვანი დი ლორენცო კარგი ადამიანია, ლიდერი და ნამდვილი კაპიტანია. მუდამ სხვებზე ზრუნავს. სამაგალითო და შესანიშნავი ფეხბურთელია. არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ ის გუნდისთავი არ ყოფილიყო.

ფეხბურთის საკუთარი ხედვა მაქვს. ჩემპიონთა ლიგა ჯგუფური ეტაპის შემდეგ რთულდება. ორ ფრონტზე ბრძოლისათვის აუცილებელია ძლიერი შემადგენლობა გყავდეს".