POSTV - ფეხბურთის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას "ფროზინონესთან" გამოტოვებს.
როგორც ცნობილია, ქართველ შემტევს კუნთების გადაღლილობა აწუხებს და გუნდთან ერთად ბოლო ვარჯიშიც გამოტოვა.
შეგახსენებთ, "ფროზინონეს" შემადგენლობაშია გიორგი კვერნაძე.
რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა ხვალ, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.
ჩემი მოკრძალებული აზრია, ამ ტრანსფერებზე ნაპოლის არ ჰქონია დიდი გრანდებიდან რეალური დაინტერესება კვარას მიმართ, ალბათ ბევრი რამ ჭორი იყო და გაბუქებული, ლაურენტი კარგი გარიგების შემთხვევაში კვარას გაყიდდა. ევროპული გრანდები 100 მილიონებს არ იხდიან ფეხბურთელში რომელმაც ჯერ მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა, სადაც სეზონის დასაწყისი ბრწყინვალე და სეზონის დასასრული ცოტა გაუგებარი, არასტაბილური
კვარას კი ცნობილია, რომ თუ გადავა, გადავა რეალში. სხვა უცხოური კლუბი მას არ აინტერესებს!
ეტყობა ნაცებმა ვუდუს მოუხმეს:-)
აი რა ჭირთ ამ საქართველოში ხალხს, რაც კვარაცხელია გამოჩნდა ასპარეზზე სულ რაღაც შეთქმულებები როგორ ეჩვენებათ მის უკან.
უამრავი კომენტარი წავიკითხე, თურმე კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან და იმიტომ არ თამაშობს ხვიჩა, თურმე წასვლა უნდა, თურმე არანაირი ტრავმა არ აქვს და გაბრაზებულია ნაპოლიზე ... საიდან მოგაქვთ ეგ აბსურდები ხალხო, რატომ ცხოვრობთ გამოგონილი ისტორიებით.
თან ისეთი კომპეტენტური ხალხისგან წავიკითხე არვიცი იმათ მაინც რა დაემართათ.
ჯერ ერთი რა არის იმაში გასაკვირი, რომ ფეხბურთელი ვარჯიშზე ტრავმას იღებს, ან კუნთს იჭიმავს, ეგერ კურტუამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა ვარჯიშზე და მელი წელი გაუცდება.დავიჯერო ბელგიელებიც ასე დადიან შეთქმული ისტორიებით?
როდის ყოფილა ხვიჩას გრძელვადიანი ტრავმები ჰქონოდა ან ტრავმებისკენ მიდრეკილი ყოფილიყო, წინა სეზონში როგორ დაიწყო კი იცით ყველამ და არც მოუცია არასდროს იმის საბაბი, ვინმეს მისთვის რაღაცეები დაებრალებია.
ხო შეიძლება, ტრავმაზე რომ დაიწერება ,ერმა უბრალოდ ტრავმად მიიღოს ეგ ამბავი და უკან რაღაც შეთქმული ისტორიები არ დაინახოს.
პირველივე სეზონში აუსრულა გუნდს ნანატრი ოცნება და როგორ გგონიათ,გუნდი ცუდად რატომ მოექცევა?
ტრავმა არც ჰქონია თან, კუნთის დაჭიმულობა და თითო თამაშის გამოტოვება ყველა ფეხბურთელისგან მახსოვს.დამშვიდდით და დაელოდეთ.
არ არიან ღირსები
ქართველები არავის არ ემსახურებიან
კაბალური გარიგებებით!!!