ჯუღელმა ძაკარდოსთან ერთად ივახშმა და კვარაცხელიას ხელფასზე დაელაპარაკა - ცნობილია, რა სთხოვა დე ლაურენტისმა ხვიჩას აგენტს

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, მამუკა ჯუღელმა და ჩვენებურის "პარტენოპეიში" ტრანსფერის შუამავალმა კრისტიან ძაკარდომ რამდენიმე დღის წინ ერთად ივახშმეს, სადაც ხვიჩასთვის ხელფასის გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

როგორც იწერება, დე ლაურენტისმა ჯუღელს სთხოვა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოიცადონ და კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხები დროებით აღარ განიხილონ.

ახლა მოლაპარაკების მთავარი თემა ქართველის ხელფასია, რომელიც ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებს და ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას.

დე ლაურენტისი აპირებს კვარაცხელია უკმაყოფილო არ დატოვოს და მისი
ანაზღაურება 3.5 მილიონ ევრომდე გაზარდოს, ამას ასევე დაემატება ბონუსები. კონტრაქტში არ იქნება გაწერილი თანხა, რომლის გადახდაც სხვა კლუბს მოუწევს, თუ კვარაცხელიას შეძენას გადაწყვეტს. 

შეგახსენებთ, რომ კუნთის გადაღლილობის გამო ხვიჩა იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას გასვლაზე "ფროზინონესთან" გამოტოვებს. 

altკვარაცხელია "ფროზინონესთან" მატჩს გამოტოვებს

მკითხველის კომენტარები / 36 /
სიმართლე- ხვიჩაც ჩაიხრჩობოდა რუსეთის ჩემპიონატში ამ ჯუღელის ხელში. მხოლოდ რუსეთ უკრაინის ომის გამო მოხდა, რომ ის ახლა იტალიის ჩემოინატშია.
irakli
15:52 18-08-2023
11
რო ვიძახი "გაზიკის შოფერს" უფრო ჰგავს ვიდრე საფეხბურთო აგენტსო დისლაიკებს მაყრიან, ოღონდ არ იფიქროთ რომ მძღოლს ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ ამის არაპროფესიონალიზმს ვუსვავ ხაზს, არასწორად დადებულ კონტრაქტის გამო დგას და ემუდარება ეხლა მაფიოზ ლაურენტისს ბიჭს ხელფასი იქნებ მოუმატოთო, ის კი არ იცის რომ იტალია საქართველო არ არის, რაც უწერია კონტრაქტში ისე იქნება მანამ სანამ ახალს არ გაუფორმებენ და არც გამოსასყიდს ჩავწერო, ფაქტიურად რომ მოინდომოს ლაურენტისმა 2027-მდე "კაპიკებზე" არბენინებს ხვიჩას
მამუკა
00:09 19-08-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული