კვერნაძეზე დი ფრანჩესკომ ისაუბრა - როგორი შეფასება მიიღო გიორგიმ?

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში, სახლში "ნაპოლისთან" 1:3 დამარცხების შემდეგ, "ფრიზინონეს" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ თავისი გუნდის ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა:

"თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სათამაშოდ საკმაო დრო მივეცი. უფრო გუნდურად თამაში უნდა ისწავლოს. გაუმჯობესება მართებს. შეცვლაზე კარგად შევიდა, მაგრამ შემდეგ ჯიუტად დრიბლინგის განხორციელებას ცდილობდა. დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა უნდა განვითარდეს".

კვერნაძე 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, sofascore-მა მისი თამაში 6.1-ით, ხოლო flashscore-მა 6-იანით შეაფასა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ოსიმჰენს თავისი ცუდი თვესებების მოშლა არ შეუძლია, თუ ვინმე ცდილობს თავისი ინიციატივიდან გამომდინარე კარებში დაარტყას, ის ეგრევე იწყებს ხელების შლას და უკმაყოფილების გამოხატვას თუ რატომ მას არ გაუკეთეს პასი! მას უამრავჯერ გაუცუდებია დარტყმა მაშინ როდესაც სხვები ბევრად უკეთეს სიტუაციაში იყვნენ!
NAPOLI!
15:02 20-08-2023
3
მარადონა როდესაც უფრო კარგ პოზიციაში ნახავდა თანაგუნდელს პასს აძლევდა, დრიბლინგი კი გამოუვალ დროს უნდა ეგაა ფეხბურთი
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული