"ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს, ვიდრე გრილიში "სიტიში" - კასანო ქართველით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა "კვარა" კიდევ ერთხელ შეაქო და ახალგაზრდა გარემარბის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

"ამ ფეხბურთელისგან გასაკვირი აღარაფერია, ხვიჩა იტალიაში საქართველოდან ჩამოვიდა, მას არავინ იცნობდა. ვაღიარებ, "კვარას" შესახებ მეც ძალიან ცოტა რამ ვიცოდი, თითქმის, არაფერი. ხვიჩას ყველა მატჩში გოლის გატანა ან საგოლე პასის შესრულება შეუძლია, სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მაბრაზებს.

ყველა ასპექტში ძლიერია, გარდა ამისა ფიზიკურადაც ძლიერია, განსაკუთრებით ფეხების არეში, მოე
დანზე მუდამ მყარად დგას. არასდროს სცდება, მუდამ სწორ არჩევანს აკეთებს და წარმოუდგენლად შედეგიანია. "ნაპოლის" მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუ თამაშს ასე გააგრძელებს, "პარტენოპეის" მალე დატოვებს. დარწმუნებული ვარ, ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს, ვიდრე "მანჩესტერ სიტიში" ჯეკ გრილიში. ქართველი უფრო კრეატიულია და რაც მთავარია, გააჩნია ხასიათი", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ სერია A-ს პირველი ტურის მატჩი "ფროზინონეს" წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა დიდი ალბათობით, ქართველი ჩემპიონატის მეორე ტურში "სასუოლოს" წინააღდეგ თამაშს შეძლებს.

altმატჩის დღე! იტალიაში ქართული დუელი ჩაიშალა - კვერნაძის დებიუტის მოლოდინი და კვარაცხელიას მეორე სეზონის სირთულე...

altკასანო: ვიცი, ვინ გაწვრთნის "ნაპოლის"

alt"მეგონა, რომ ასეთ მატჩებში უფრო გადამწყვეტი იქნებოდა" - კასანომ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 12 /
კასანო კაცი ხარ კაცური, სწორი შეფასებაა განსხვავებით ზოგიერთი ქართველი პარაზიტებისაგან!! ხვიჩა დიდ ფეხბურთს ითამაშებს და მისი სახელი წლეების შემდეგ ოქროს ასოებით ჩაიწერება მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში!პირველ რიგში ის კაცია და მერე ფეხბურთელი!!
NAPOLI !
17:41 20-08-2023
8
ეგეთები არ გაგიგონ ბოღმიანებმა და გაბორეტებულებმა, თორემ სექტას ან რაღაცად შეგრაცხავენ. ხვიჩაზე კარგი როგორ თქვიო? დრო ხვიჩასთვის მუშაობს ახლა, რაც მეტი დრო გავა მისი დაფასება უფრო მეტი იქნება. სეზონის დაწყებისთანავე ლიგაც დაიწყება და მერე ვნახავთ ჩვენი ხვიჩა რა ბრილიანტიც გვყოლია. მას უკვე ნაპოლიშივე სხვანაირად აფასებენ და არ ისე როგორც დასაწყისში, დებიუტანტ ამომავალ ტალანტს.
G.LA
16:52 20-08-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული