"ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს, ვიდრე გრილიში "სიტიში" - კასანო ქართველით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა "კვარა" კიდევ ერთხელ შეაქო და ახალგაზრდა გარემარბის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

"ამ ფეხბურთელისგან გასაკვირი აღარაფერია, ხვიჩა იტალიაში საქართველოდან ჩამოვიდა, მას არავინ იცნობდა. ვაღიარებ, "კვარას" შესახებ მეც ძალიან ცოტა რამ ვიცოდი, თითქმის, არაფერი. ხვიჩას ყველა მატჩში გოლის გატანა ან საგოლე პასის შესრულება შეუძლია, სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მაბრაზებს.

ყველა ასპექტში ძლიერია, გარდა ამისა ფიზიკურადაც ძლიერია, განსაკუთრებით ფეხების არეში, მოე
დანზე მუდამ მყარად დგას. არასდროს სცდება, მუდამ სწორ არჩევანს აკეთებს და წარმოუდგენლად შედეგიანია. "ნაპოლის" მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუ თამაშს ასე გააგრძელებს, "პარტენოპეის" მალე დატოვებს. დარწმუნებული ვარ, ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს, ვიდრე "მანჩესტერ სიტიში" ჯეკ გრილიში. ქართველი უფრო კრეატიულია და რაც მთავარია, გააჩნია ხასიათი", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ სერია A-ს პირველი ტურის მატჩი "ფროზინონეს" წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა დიდი ალბათობით, ქართველი ჩემპიონატის მეორე ტურში "სასუოლოს" წინააღდეგ თამაშს შეძლებს.

altმატჩის დღე! იტალიაში ქართული დუელი ჩაიშალა - კვერნაძის დებიუტის მოლოდინი და კვარაცხელიას მეორე სეზონის სირთულე...

altკასანო: ვიცი, ვინ გაწვრთნის "ნაპოლის"

alt"მეგონა, რომ ასეთ მატჩებში უფრო გადამწყვეტი იქნებოდა" - კასანომ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბრავო კასანო!
გეგი
16:35 21-08-2023
0
ხვიჩა გრილიშს რა თქმა უნდა სჯობს, მიტომასაც, ლეაოსაც და "რეალის" მშვენებასაც (გვარი არ მახსოვს)... გვინდა უკეთესი (გარინჩას და მესხის) დრიბლინგები, მეტი გოლი ...
ემილი
08:11 21-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული