l'équipe: ჩხუბის გამო "აიაჩოსა" და "ბორდოს" მატჩი შეწყდა - არიან დაჭრილები

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „აიაჩოს“ ხვდება.

მე-13 წუთზე მატჩი სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო შეწყდა, გუნდები გასახდელში გავიდნენ და 45 წუთის შემდეგ დაბრუნდნენ მოედანზე. „ეკიპი“ იტყობინება, რომ ლიგა 2-ში ჟირონდული გუნდის გულშემატკივართა უმსგავსო საქციელი გრძელდება, გასული სეზონის ბოლოს „როდეზთან“ ჩაშლილ შეხვედრას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამჯერად ხელჩართული ჩხუბი ფანებს შორის ტრიბუნაზე მოხდა და „ბორდოს“ რამდენიმე ქომაგი დაჭრილია.

სტუმართა გუნდის სასტარტოშია ზურიკო დავითაშვილი. 43-ე წუთზე ანგარიში 0:0-ია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონებო ზურიკოს ვერ გამიგია რა ჭირს? მეჩვენება თითქოს ბურთის მიღება არ უნდა და ტყუილად დაძუნძულობს მინდორზე. ადგილებს იცვლის და ეძებს ისეთს სადაც ბურთი არ მივა. მწვრთნელმაც შეამჩნია მგონია და ამიტომ გამოცვალა.
ვაჟა მასწ.
01:26 22-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული