საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „აიაჩოს“ ხვდება.
მე-13 წუთზე მატჩი სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო შეწყდა, გუნდები გასახდელში გავიდნენ და 45 წუთის შემდეგ დაბრუნდნენ მოედანზე. „ეკიპი“ იტყობინება, რომ ლიგა 2-ში ჟირონდული გუნდის გულშემატკივართა უმსგავსო საქციელი გრძელდება, გასული სეზონის ბოლოს „როდეზთან“ ჩაშლილ შეხვედრას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამჯერად ხელჩართული ჩხუბი ფანებს შორის ტრიბუნაზე მოხდა და „ბორდოს“ რამდენიმე ქომაგი დაჭრილია.
სტუმართა გუნდის სასტარტოშია ზურიკო დავითაშვილი. 43-ე წუთზე ანგარიში 0:0-ია.