ჩხუბი, დაჭრა - დავითაშვილის "ბორდომ" კაცნაკლულ "აიაჩოს" ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ გასვლაზე „აიაჩოს“ დაუზავდა - 0:0.

მე-13 წუთზე მატჩი სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო შეწყდა, გუნდები გასახდელში გავიდნენ და 45 წუთის შემდეგ დაბრუნდნენ მოედანზე. „ეკიპი“ იტყობინება, რომ ლიგა 2-ში ჟირონდული გუნდის გულშემატკივართა უმსგავსო საქციელი გრძელდება, გასული სეზონის ბოლოს „როდეზთან“ ჩაშლილ შეხვედრას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამჯერად ხელჩართული ჩხუბი ფანებს შორის ტრიბუნაზე მოხდა და „ბორდოს“ რამდენიმე ქომაგი დაჭრილია.

დავითაშვილი ისევ სასტარტოში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. 54-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი
მიიღო ნახევარმცველმა ბენჰაიმმა და კორსიკელები კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა ამით სტუმრებმა ვერ ისარგებლეს და ფრეს დასჯერდნენ.

Sportall.Ge

"ბორდომ" ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და თავისი ფანების საქციელი დაგმო, მთავარი კი ისაა, რომ სეზონის დასაწყისში მათი გუნდი დამაჯერებელი ვერაა.

"ბორდოს" 3 ქულა აქვს და 26 აგვისტოს „ამიენს“ უმასპინძლებს.

აიაჩო. „სტად ფრანსუა კოტი“
აიაჩო - ბორდო 0:0
გაძევება: ბენჰაიმი (54, აიაჩო)

მკითხველის კომენტარები / 4 /
საფრანგეთის მოყვარულთა ლიგაა თუ პროფესიონალური ლიგა?
თაზო
13:28 22-08-2023
3
საწყენია...
ლაშა
10:13 22-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული