ლა ლიგა 2-ის მესამე ტურში 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" გასვლაზე "კარტახენასთან" გამარჯვება მოუპოვა - 1:0.
ქოჩორაშვილმა 25-ე წუთზე გაიტანა გოლი, 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 70-ეზე შეცვალეს.
"ლევანტე" ამ მომენტისთვის 7 ქულით ლიდერია და 2 სექტემბერს "ოვიედოს" უმასპინძლებს.
ისე გვიჭირს რო თუ ვინმე სადმე ნორმალურ ჩემპიონატში თამაშობს ნაკრებში გვინდა და მერე გვიკვირს რატო ვერ ვუგებთ ნორვეგიას ან შოტლანდიას.
რო თამაშობს კარგია,მაგრამ ნაკრების დონე სხვაა-ნაკრებში უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი ვინც სხვებს ჯობია,იმ ლა ლიგაში სხვებს უნდა ჯობდეს,როგორც ჟორჟი ჯობია სხვებს,ხვიჩა ან ჩაკვე.
ქოჩორაშვილი ქართველი რო არ იყოს ვინმე შეამჩნევდით? ერთი ნორმალური ფეხბურთელია და ასე ნორმალური ფეხბურთელებით ვერ მოუგებ მონსტრებს.
ესაა ჩვენი გაჭირვება..იქნება კვერნაძემ გაქაჩოს,ან პარკაძემ გაამართლოს,ან ის ბიჭი პორტომ რო წაიყვანა..