აზაროვის დებიუტი, გოჩოლეიშვილის გაძევება და "შახტარის" გამარჯვება

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მეხუთე ტურში „შახტარმა“ გასვლაზე „კოლოსი“ 2:0 დაამარცხა.

დონბასურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ახალწვეულმა ირაკლი აზაროვმა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი 39-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. მან მოედნის ცენტრში მასპინძელთა გუნდის კაპიტანი ანდრეი ბოგდანოვი წააქცია, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

„შახტარი“ 11 ქულით ლიდერია და 2 სექტემბერს სტუმრად „მინაის“ დაუპირისპირდება.

კოვალივკა. „კოლოსი“
კოლოსი - შახტარი 0:2
გოლები: 0:1 ნაზარინა (25), 0:2 კაშუკი (45+2)
გაძევება: გოჩოლეიშვილი (39)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ გოჩოლეიშვილს რა სჭირს?ქებამ აწყინა??
ბექა
20:18 27-08-2023
4
არაუშავს მთავარია მიხვდეს მის შეცდომას და უფრო ძლიერი დაბრუნდეს. ის საუკეთესო მარჯვენა მცველია ნაკრებში და გვჭირდება რომ დაღვინდეს ცოტა დამშვიდდეს და ფეხბურთის თამაში იცის არც ტექნიკა დაეწუნება და არც სისწრაფე. ასე რომ ესპანეთთან უნდა შეუბეროს. წარმატებები გოჩოლეიშვილს და აზაროვს.
roma bejanidze
00:56 28-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული