ფედელე: გარსია კვარაცხელიაზე ცრუობს, სასტარტოში დე ლაურენტისის საამებლად არ დააყენა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გუშინ "სასუოლოსთან" ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად იყო და მწვრთნელი რუდი გარსია კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მითითებებს ასრულებს.

აი, რა განუცხადა ფედელემ რადიო Marte-ს: "რასპადორი თავდამსხმელია და კართან ახლოს უნდა ითამაშოს. გამოსავლის მოძებნაა საჭირო. მე არ მესმის რუდი გარსიასი, ის დარწმუნებულია თუ უბრალოდ სურს, პრეზიდენტს აამოს. გარსია ამბობს, რომ კვარაცხელია სასტარტოში იმიტომ არ დააყენა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მაქსიმალურად ვერ ივარჯიშა
და გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა. ის ცრუობს. "კვარასნაირი" ფეხბურთელი ცალი ფეხითაც თამაშობს.

სიმართლე ისაა, რომ აქ საკვანძო რასპადორის მომენტია. "ნაპოლიმ" მოცემულობა უნდა შეცვალოს და ჯაკომოსთვის მოედანზე სტაბილური ადგილი მოძებნოს. მე პირდაპირ ლაპარაკი მიყვარს და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ჩემი აზრით, სიტუაცია ასეთია".

დღეს "ტუტოსპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას "ნაპოლი" მალე კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებს და სეზონურ გასამრჯელოს 1.25 მილიონი ევროდან 3.5 მილიონამდე გაუზრდის.

მკითხველის კომენტარები / 19 /
დე ლაურენტისი რომ ჩაერევა მოედანზე მიმდინარე ამბებში ეჭვი არ მეპარება, სპალეტისთან არამგონია გასვლოდა, აი რუდი გარსია რატომღაც მგონია რომ დაყოლიებული ყავს. ანუ მათი ინტერვიუებით ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება. მგონია კვარა მაგ გუნდში ამ წელს ისე ბედნიერი და ლაღი ვერ იქნება, იმედია ეს მის თამაშზე არ აისახება. ნაპოლი უნდა დატოვოს და ეხლა რაღაც კატასტროფა გამოსასყიდი თანხა ან კიდე საერთოდ მაგ თანხის ხსენების გარეშე კონტრაქტი არ უნდა განაახლოს, დე ლაურენტისი ერთი წამით სანდო არააა!!!!
ზურა
29 აგვისტო 2023 00:29
0
ეს ტიპი იტალიელი ელისაშვილია- მის ნათქვამში ყოველთვის არის რაღაც დოზით ის სიმართლე, რასაც ყველა ხედავს, მაგრამ არავინ ამბობს... რაც შეეხება ხვიჩას, მიეცა ის სათამაშო დრო, რასაც 1.2 მლნ ანაზღაურების ფეხბურთელი უნდა იღებდეს; ითამაშა როგორც 3.5 მლნ-იანმა და მაყურებელს მიანიჭა 12 მლნ-იანი ფეხბურთელის სიამოვნება, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ 15 მლნ-იც რომ დაუნიშნონ, უკეთ ათამაშდება... და მე თუ მკითხვთ, ძალიანაც კარგია, რომ ხვიჩა არ ჯდება ამ კურკლიწონიების ბუღალტერიაში - მაღალი ანაზღაურება ბევრ ფეხბურთელს გაუმართლებია, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, რომ ხელფასს გამოკიდებულ ფეხბურთელს უკეთესი ფეხბურთი ეთამაშოს... ჩვენ კი მაინც უკეთესი ხვიჩას მოლოდინში ვართ..
ვოოტ
28 აგვისტო 2023 19:42
8
3,5 მილიონი ხურდაა. კვარა წადი.
პავლოვიჩი
28 აგვისტო 2023 21:46
5
ერთი მიზეზი დაასახელეთ თუ რატომ არ უნდა იყოს ხვიჩა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ნაპოლიში.არ დაიწყოთ იმკლოუნ შავზე ოსიმენზე საუბარი ხვიჩა ათამაშებს მაგას
gurji
28 აგვისტო 2023 22:56
14
იმიტომ რომ კონტრაქტი აქვს კაბალური დადებული...კარგად და კონკრეტულად უნდა ყოფილიყო ასახული მიღწეული შედეგბის მიხედვით ანაზღაურება როგორი უნდა ყოფილიყო...და მაგათ სიტყვაზე და პოსლეზე ნდობა როგორ შეიძლება..
ბუჯანგა
29 აგვისტო 2023 00:02
3
კვარას უსამართლოდ ექცევიან, დროზე უნდა წავიდეს ნაპოლიდან
სამართალი
28 აგვისტო 2023 22:11
8
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0424DVgvDbYm4qgrLxtju3GViBwqoBCVcnfAqCKsfrfwS2BSkHdxMbDA6p4sbNxNTl&id=100077070046898&mibextid=NOb6eG


ნახეთ ეს პოსტი და ისიამოვნეთ იტალიელების კომენტარებით ხვიჩაზე. ნამდვილი გულშემატკივრობა თუ გინდათ ისწავლოთ აქ არის...
.
28 აგვისტო 2023 23:50
5
კვარამ, როგორც კი 5-6 მლნ.მოითხოვა, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე დასვა დე ლაურენტისმა.ფიდელე ბევრ სიმართლეს ამბობს ხოლმე.მიმანიშნებელია პენალტის შემდეგ ოსიმენის ქცევაც.მან "დაჩაგრული ძმა" გაამხნევა, როცა მასთან მიირბინა და გადაეხვია.კვარამ გამოსასყიდი თანხა უცვლელი უნდა დატოვოს ან მაქსიმუმ 50 მლნ-ზე უნდა დადოს კონტრაქტი.ყოველთვის სკამზე ვერ დასვავს.ზამთრის ტრანსფერზე კვარაზე ტაციაობა იქნება.თუ დე ლაურენტისის პირობას დათანხმდება დამონებული იქნება,ნაპოლიში ამოალპოპს მას ეგ ღორ*.
გიგა
29 აგვისტო 2023 12:20
3
ხვიჩა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ამიტომ ხელფასიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს.
ჟორა
28 აგვისტო 2023 23:07
0
მაგარი ჩორტავიკი ინტრიგანია ტიპი. არაფერი გაბსაკუთრევული არ მოხდა. დიდი ხანია არ უთამაშია კვარას და პირველივე თამაშშო რომ თავიდანვე დაეყენებინა, მაგარი შეურაცხყფოა იქნებოდა სხვების. ბოლო ბოლო ისინიც მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, ელმასი, რასპადორი, სიმეონე. ჰოდა დიპლომატიურად მოიქცა, მითუმეტეს წინა თამაში მოიგო მაგ თავდასხმით და ეხლაც არ ჰყავდა რთული მეტოქე. ფედელე ინტრიგანია. სერია ა-ს საუკუთესო ფეხბურთელზე ვერავინ იტყვის უარს
ინტრიგანია
28 აგვისტო 2023 21:37
10
აუჰ ქართველებს კიდე შეთქმულების თეორიები უნდათ? ყველაფერს დაიჯერებენ, თან იტალიელმა თუ თქვა მითუმეტეს
.
28 აგვისტო 2023 21:11
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული