მიქაუტაძე ამსტერდამშია - კლუბები ტრანსფერის ფასს ათანხმებენ

AutoSharing Option
ნიდერლანდურ მედიაში გიორგი მიქაუტაძის "აიაქსში" სავარაუდო გადასვლა აქტიურად შუქდება. Telegraaf-ი წერს, რომ ქართველი გუშინ საღამოს დანიშნულების ადგილზე ჩავიდა, დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 31 აგვისტოს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს დაესწრება, რომელშიც "აიაქსი" "ლუდოგორეცს" უმასპინძლებს (ბულგარეთში აიაქსმა 4:1 მოიგო).

გამოცემა აღნიშნავს, რომ "აიაქსს" "ატლანტა იუნაიტედის" 22 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველის, ტიაგო ალმადას შეძენა სურდა, მაგრამ ძალიან ძვირი დაუფასეს და ამის შემდეგ გადაერთნენ მიქაუტაძის ტრანსფერზე.

ad.nl-ის ცნობით, "აიაქსი" გიორგის დუშან ტადიჩის მემკვიდრედ განიხილავს და "მეცთან" მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს ამსტერდამული
კლუბის სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი.

"აიაქსი" მზადაა მიქაუტაძეში 15 მილიონი ევრო და 5 მილიონი ბონუსების სახით გადაიხადოს, "მეცი" კი 17+3 მილიონს ითხოვს და ფრანგული პრესის მტკიცებით, კლუბების მიერ შეთანხმების მიღწევა მხოლოდ დროის საკითხია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზუსტად ის გუნდია სადაც გაიბრწყინებს ეს ბიჭი ძაან მაგარი ტრანსფერია საღოლ.ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამინ
კაკო
11:21 30-08-2023
0
წინ მომდევნო ევროპისკენ ან მსოფლიოსკენ... მე მჯერა ამ ნაკრების!
Dima
16:09 29-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული