საქართველოს ნაკრების 21 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი მალე "ტორინოს" ფეხბურთელი გახდება.
საზონოვი დღეს იტალიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაფრინდა და მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში "სპარტაკთან" მატჩის განაცხადში არ მოხვდება. Sky Sport-ის ცნობით, ტურინული კლუბი საბას 3 მილიონ ევროდ შეიძენს და აგრეთვე, "დინამოს" ფეხბურთელის წარმატებული ასპარეზობის მიხედვით, სხვადასხვა ბონუსს გადაუხდის. ასევე, რუსული კლუბი მისი შემდგომი ტრანსფერიდან პროცენტს მიიღებს.
"ტუტოსპორტი" წერს, რომ "ტორინოში" "ტორო" გადადის, რომელიც "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თანანაკრებელია, უკანასკნელ ხანს "უდინეზეს" სამიზნე იყო, მაგრამ გიგანტური აღნაგობის საზონოვმა საბოლოოდ არჩევანი ტურინულ
კლუბზე შეაჩერა. გამოცემა აღნიშნავს, რომ იტალიაში რუსული ლიგიდან ფეხბურთელების გადაყვანას ერიდებოდნენ, სწორედ ამისაკენ მოუწოდებდა "რომას" ყოფილი და "ლილის" ამჟამინდელი მწვრთნელი პაულო ფონსეკა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს.
ასე სჩანს