"ტირილს არ ვაპირებ" - მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი საზონოვის ტრანსფერზე

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა მარცელ ლიჩკამ საბა საზონოვის "ტორინოში" ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების მცველი იტალიაში იმყოფება, ამ წუთებში სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდეგაც ტურინელთა ახალ ფეხბურთელად ოფიციალურად წარადგენენ.

შენიშვნა: კომენტარი გაკეთებულია გუშინდელ მატჩამდე, სადაც მოსკოვის "დინამო" რუსეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე "სპარტაკთან" 1:4 განადგურდა.

"საზონოვი მიდის? ვისურვებდი დღეს მის დაყენებას ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ის იტალიაში დღეს მიფრინავს. თვითონაც ისურვებდა დღეს თამაშს, მაგრამ მისი რეისი დღეს 3 საათზე მიფრინავს.

საბას სუპერტრანსფერი აქვს კარგ გუნდსა და კარგ ლიგაში და მას წარმატებას
ვუსურვებ. ჩვენ ცენტრალური მცველი არ გვყავს, მაგრამ ამის გამო ტირილს არ ვაპირებ, ასეთია ცხოვრება", - თქვა ლიჩკამ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
Ბათუმი და ფეხბურთი???თანაც ექსპერტი, ხა ხა ხა
Ბათუმელ ექსპერტს
07:53 31-08-2023
3
ლუკა გაგნიძე ბუნდესლიგის საშუალო სტაბილურ გუნდს დახატა და,მაინცს ან შტუტგარტს
Levani
18:26 30-08-2023
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული