"ამან დე ლაურენტისი გააბრაზა" - ცნობილია, რაზე ვერ თანხმდებიან კვარაცხელიას აგენტი და "ნაპოლის" პრეზიდენტი

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა Il Mattino "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

სააგენტოს ცნობით, ნეაპოლში ხვიჩას აგენტს, მამუკა ჯუღელსა და "პარტენოპეის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართა.

გამოცემის ინფორმაციით, ქართველის აგენტი ითხოვს, რომ ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევრო ჩაიწეროს, თუმცა ამასთან დაკავშირებით დე ლაურენტისმა უკმაყოფილება გამოთქვა. 72 წლის კინოპროდიუსერი ამ თანხის 150 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები, თუმცა ამ დროისთვის მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

alt

ოთხი ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე, კალათები დაკომპლექტდა - დღეს წილისყრა ჩატარდება

altჯუღელი იტალიაშია და დე ლაურენტისთან შეხვედრას ელის - "ნაპოლის" პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ხელფასსა და კვარაცხელიას აგენტის მოთხოვნილს შორის დიდი სხვაობაა

altფედელე: გარსია კვარაცხელიაზე ცრუობს, სასტარტოში დე ლაურენტისის საამებლად არ დააყენა

მკითხველის კომენტარები / 28 /
არანაირად არ უნდა დათანხმდნენ 150 მილიონის ჩაწერას ! ასე კიდევ 4 წელი დარჩება კვარა იმ წუწურაქის მონად @ 150 მილიონს მარტო არაბები გადაიხდიან და იქ გვაწყოობს ??
zura222
14:47 31-08-2023
4
შარშან როცა აფორმებდა ჯუღელი ხელშეკრულებას, რატომ მაშინ არ მოუვიდა თავში აზრად გამოსასყიდი თანხის ჩადება ნეტავ? იმიტომ ხომ არა, რომ ძალიან ჩქარობდა ჰონორარის მიღებას და ამ სიჩქარეში აზრები აებნა?:))

შარშანდელი სეზონის დაწყებამდე 90 მილიონის ნახევარსაც კი დაყაბულდებოდა დე ლაურენტისი გამოსასყიდ თანხად, როგორც კიმის შემთხვევაში, რომლის აგენტიც ჯუღელთან შედარებით პროფესიონალურად მიუდგა საქმეს, შორს გაიხედა და 'პრედლაჟენიას" არ დახარბდა:)))
pablo
17:50 31-08-2023
7

სიახლეები პოპულარული