ვაისი: ქედს ვიხრი 37 წლის კანკავას წინაშე - დანარჩენებმა უხეიროდ ითამაშეს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „სლოვანი“ კვიპროსში „არისთან“ 2:6 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში 4:7 წააგო და ტურნირს გამოეთიშა, თუმცა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

გუშინ "არისთან" გურამ კაშია სათადარიგო იყო, ჯაბა კანკავამ კი შეუცვლელად ითამაშა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა იმედგაცრუება ვერ დამალა და მხოლოდ კანკავა შეაქო:

"მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ, უკეთესი იყო, განსაკუთრებით დღეს. თამაშით და შედეგით უკმაყოფილოები ვართ. მოწინააღმდეგისგან ასეთ თამაშს ველოდით, მაგრამ ვერაფერი დავუპირისპირეთ, ადგილიდან ვერ ვიძროდით. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, ახლა
ფეხბურთელებთან არაფერს არ განვიხილავ. მესამე გოლი გასახდელში გაგვატანეს. შესვენებაზე ცვლილებების განხორციელება მინდოდა, თუმცა გადავიფიქრე და ძირითად შემადგენლობაში დაყენებულებს ბოლომდე ვენდე. მჯეროდა, რომ სიტუაციის შეცვლა შეგვეძლო.

"არისი" უფრო სწრაფად მოქმედებდა, ჩვენ კი მოედანზე სრულად დაბნეულები ვიყავით. ცუდი მატჩი ჩავტარეთ. ამის შემდეგ გამოძინება მჭირდება. კონფერენს ლიგაზე გადავერთვებით და ვნახავთ, რა გამოგვივა. დავმშვიდდები და მოვიფიქრებ, რა უნდა გავაკეთოთ.

ჩემმა ფეხბურთელებმა უხეიროდ ითამაშეს, მაგრამ ახლა არ გავკიცხავ. ერთადერთი გამორჩეული და საუკეთესო 37 წლის ჯაბა იყო, რომელიც მეტოქის მოძრაობას ძალითა და ტაქტიკით აფერხებდა. ქედს ვიხრი მის წინაშე.

წინ უნდა ვიაროთ და არ აქვს მნიშვნელობა, მწვრთნელი მე ვიქნები თუ არა. არის ხოლმე წარუმატებელი მომენტები, მაგრამ ასეთი არ მახსენდება. ხვალ, ზეგ დასკვნებს გამოვიტან და კლუბის მფლობელს დაველაპარაკები".

მკითხველის კომენტარები / 5 /
Ჯაბას სამწუხაროდ არ მისცეს საშუალება, რომ ფედერაციის პრეზიდენტზე მეტი მატჩი ჰქონოდა ნაკრებში. Ძალიან გულგატეხილი იყო ამის გამო, მაგრამ არც არაფერი უთქვამს ხმამაღლა. კაცია!
Ქომაგი
14:06 02-09-2023
5
ნაადრევად წავიდა ჯაბა ნაკრებიდან...
რიკი
01:47 02-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული