მამარდაშვილმა ორი პენალტი მოიგერია, შემდეგ კი თანაგუნდელმა გაუტანა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეოთხე ტურში, 27-ე წუთზე „ვალენსია“ გასვლაზე „ალავესთან“ 0:1 მარცხდება.

მატჩის დასაწყისი სტუმართათვის საშინელი გამოდგა, ოზკაჯარმა ბურთი გიორგი მამარდაშვილს ცუდად დაუბრუნა და ქართველმა პირისპირ გასული მეტოქის თავდამსხმელი ლუის როხა წააქცია. მამარდაშვილმა კიკე გარსიას დარტყმული პენალტი მოიგერია, მაგრამ იქამდე საჯარიმოში „ვალენსიას“ ფეხბურთელმა დიეგო ლოპესმა შეირბინა და მსაჯმა განმეორებით შეასრულებინა თერთმეტმეტრიანი და კიკე გარსიას გიორგიმ ისევ არ გაატანინა. თუმცა, მალე ოზკაჯარმა საკუთარ კარში მიუჩინა ბურთს ადგილი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ცოტაც და ვალენსიის დაცვის ხელში, სერიოზულ გამოცდილებას დააგროვებს, როგორც მეკარე.
გოგია
21:25 02-09-2023
0
ძალიან მიხარია,რომ გიორგიმ როგორც იქნა შესძლო და ორჯერ მოიგერია პენალტი.იქნებ ამ სფეროში გარდატეხა შესძლოს.ვალენსიას დაცვა რომ სასიკვდილო საფრთხეა საკუთარი მეკარისათვის,ეს უკვე წესადაა ქცეული და რაიმე არ მოიგონონ,ეგ გამიკვირდება.
სოსო
21:07 02-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული