ხვიჩა სასტარტოში დაბრუნდა - "ნაპოლის" სახლში "ლაციომ" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ქართველი ძალიან აქტიური იყო, ორი კარგი მომენტი შექმნა, პირველ ეპიზოდში მისი დარტყმული მცველს მოხვდა, მეორეში კი ბურთს საჯარიმოს გარეთ დაეუფლა, უძლიერესად დაარტყა, მაგრამ მეკარე პროვედელმა მოიგერია. 30-ე წუთზე კონტრშეტევისას ლუის ალბერტომ ულამაზესი გოლით სტუმრები დააწინაურა. თუმცა, მალე ზილენსკიმ ორმაგი რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლის“ მეტოქის კარზე იერიშები მიჰქონდა, ზილენსკის პროვედელმა არ გაატანინა,
ხოლო საპასუხო შეტევისას მერეტის კარი კამადამ დალაშქრა. ხვიჩა 66-ე წუთზე რასპადორიმ შეცვალა. მერე სტუმრებს თამაშგარეს გამო ძაკანისა და გენდუზის გოლები არ ჩაუთვალეს. დარჩენილ დროში დედაქალაქელებმა მოწინააღმდეგეს არ გაატანინეს, ჩემპიონატის სტარტზე ორი მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვეს, მაურიციო სარიმ კი რუდი გარსიას დუელი მოუგო.

„ნაპოლი“ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 16 სექტემბერს გასვლაზე „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლაციო 1:2
გოლები: 0:1 ლუის ალბერტო (30), 1:1 ზილენსკი (32), 1:2 კამადა (52)

მკითხველის კომენტარები / 73 /
მშვენიერი გუნდია ნაპოლი, მწვრთნელიც არ არის ცუდი, გამოცდილია გარსია და გუნდსაც შემტევ ფეხბურთს ათამაშებს, ერთადერთი პოზიცია სადაც გუნდს გაძლიერება სჭირდება არის მარცხენა ვინგერის პოზიცია! თუ სონს ან სალაჰს იყიდიან კვარაცხელიას ნაცვლად ვფიქრობ ნაპოლიც დაიბრუნებს ლიდერულ პოზიციებს.
ნაპოლის ფანი
14:19 03-09-2023
12
რაო ჯუღელმა უფრო იაქტიურეო…
!!-s
13:17 03-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული