"ამიტომ შევცვალე ხვიჩა" - რუდი გარსიამ მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
"ლაციოსთან" ნამატჩევს DAZN-თან კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზიც განმარტა:

"პირველი ტაიმი უნდა მოგვეგო, ამას ვიმსახურებდით. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, მეტოქემ კი პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა. მეორე ტაიმი გაცილებით უარესად ჩავატარეთ. ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. "ლაციო" შეტევაში ძლიერია, კონტრიერიშებზე დაგვიჭირეს. არც გაგვიმართლა, თან აგრესიულები ვერ ვიყავით. ბოლოს ჟეზუსს და ლინდსტრემს მართებდათ გატანა. მარცხი უნდა მივიღოთ. ახლა სანაკრებო პაუზაა, შემდეგ შვიდმატჩიანი მარათონი გველის და მოგებით უნდა დავიწყოთ.

რატომ შევცვალე "კვარა"? შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო, მერე გამოითიშა,
რამდენიმეჯერ დაკარგა
ბურთი. ამ სეზონში 90 წუთი არ ჰქონდა ჩატარებული, ჯერ 100%-ით მზად არაა. ეს დაგეგმილი გვქონდა. მას თამაშამდე ველაპარაკე და ჩვენ დროის შეზღუდული რაოდენობა მივეცით. მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს, რადგან ჩანდა, რომ სიტუაციის შეცვლა შეუძლია. დებიუტში გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ არ გაუმართლა, როდესაც მის მიერ დარტყმული ბურთი მარუშიჩს მოხვდა".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ანგისა, ზელენსკი, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა, როცა გუნდს ყავს წამყვან მოთამაშეებად და ეს მოყვარული ტრენერი მწვრთნელად იმ გუნდისგან ჩემპიონობაზე კი არა ოთხეულისთვის ბრძოლაზე ამბიციაც კი სასაცილო მგონია. კვარა აშკარად წუწურაქის დირექტივით როტაციაში მოახვედრა, თან აშკარად ვერ იყენებს სათანადოდ გუნდის ყველაზე იდეინ ფეხბურთელს. ბურთი ნახევარმცველებს შემტევებამდე სწრაფად ვერ მიაქვთ, ცენტრი მოშლილია ვერც პრესინგს ვეღარ თამაშობენ (მხოლოდ 30 წუთი) და უკვე ვეებერთელა სივრცეები უჩნდებად ბურთის დაკარგვის შემდეგ რასაც ნორმალური მეტოქე საფუძვლიანად უვსებს და დგება ის შედეგედი რაც ასეთ ვითარებაში უნდა დადგეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნაპოლის მაქსიმუმი წელს მეოთხე ადგილი მგონია. და ვფიქრობ დროა კვარას აგენტმა თადარიგი აქედანვე დაიჭიროს და ყველა ღირებული ოფერი განიხილოს გრანდიდან, და მომდევნო სეზონში კვარა ამ გუნდს საბოლოოდ მოაცილოს. კლუბი რეგრესის გზას დაადგა ეს თვალნათლივ ჩანს რაც ისევ კვარას ფასისა და რეპუტაციისთვის იქნება ცუდი თუ ის ისევ ამ გუნდში დარჩება კიდევ რამდენიმე სეზონი.
ნაპოლის მაქსიმუმი წინა წლის სკუდეტო იყო ლიმონი უკვე გამოწურა დელაურენტისმა, ღირებული შევსება კი საერთოდ არ აღირსა გუნდს და როგორც ჩანს არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას ეს ბებერი მელაკუდა.
Charley
13:37 03-09-2023
4
სრული იდიოტობა ჰქენ. ხვიჩას რომ კაცი გაიყვანს ამ თამაშში
გადასარევი გიორგი
05:04 03-09-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული