საბას ვეღარ აჩერებენ - ლობჟანიძემ "დალასს" ბრწყინვალე გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
MLS-ის 28-ე ტურში "ატლანტა იუნაიტედი" "დალასს" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

"ატლანტას" ახალწვეულმა საბა ლობჟანიძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 58-ე წუთზე ქართველმა შემტევმა შორეული გასროლით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

მიუხედავად ამისა, "ტეხასელებმა" 62-ე წუთზე ანგარიში აღადგინეს და მატჩის საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, საბამ "ატლანტას" შემადგენლობაში მე-3 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა, "იუნაიტედი" მორიგ მატჩს 17 სექტემბერს, ლიონელ მესის მაიამის "ინტერის" წინააღდეგ გამართავს.

altსადებიუტო გოლიც ასეთი უნდა -

საბა ლობჟანიძემ "ნეშვილს" გაუტანა [VIDEO]

altFrom Georgia to Georgia - საბა ლობჟანიძემ "ატლანტასთან" კონტრაქტი გააფორმა

მკითხველის კომენტარები / 9 /
კაცმა გოლი გაიტანა, ასე ძნელია რომ გაგიხარდეს? ვიღაცა იტალიაში აკეთებს ქართული ფეხბურთის საქმეს, ვიღაცა აშშ-ში. მთელი გულით ვგულშემატლივრობ, რომ კარგი სეზონი ჰქონდეს და მეტ ქართველ ფეხბურთელებს გაუკვალოს გზა MLS-ში, როგორც კვარამ იტალიაში.

ძალიან მაგარი იქნება საბას 10+ გოლი MLS ში ქართული ფეხბურთისთვის.
ვისტი
15:01 03-09-2023
2
ეხლა ისე ნუ იზამ, შენ საგულშემატკუვროდაც პირდაპირი რეისები დანიშნონ)))) მიდი შეუტიე!!!
საბას
16:59 03-09-2023
1

სიახლეები პოპულარული