კაშიამ გაიტანა - "სლოვანმა" თითქმის წაგებული მატჩი მოიგო

AutoSharing Option
სლოვაკეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში „სლოვანმა“ სახლში „პოდბრეზოვა“ 3:2 დაამარცხა.

პირველ ტაიმში მასპინძლები ტიგრან ბარსეგიანმა დააწინაურა, მეორე ტაიმში სტუმრებმა ორი გოლით უპასუხეს, ანგარიში 90+2-ე წუთზე კაშიამ გაათანაბრა, რომელსაც "არისთან" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, 90+4-ეზე კი გამარჯვების გოლი ბარსეგიანმა გაიტანა.

კაშიამ დღეს შეუცვლელად ითამაშა, ჯაბა კანკავა კი 79-ე წუთზე შეცვალეს.

„სლოვანს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 8 ქულით მეექვსე ადგილზეა და 17 სექტემბერს დუნაისკა სტრედაში დაკ-ს შეხვდება, ხოლო 22 სექტემბერს კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩვენთვის
კარგად ნაცნობ ფარერების „კლაკსვიკს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაისს წყალი შეუდგა და ათამაშა ბებერი მგელი
Gomako
22:28 03-09-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული