კვარაცხელიას და ოსიმენის ხელფასის საკითხის მოუგვარებლობა "ნაპოლიზე" უარყოფითად იმოქმედებს - იტალიური მედია ამაში საფრთხეს ხედავს

AutoSharing Option
ყველა და მათ შორის, ფეხბურთელიც, იმდენს უნდა გამოიმუშავებდეს, რამდენსაც იმსახურებს. როდესაც ანაზღაურება გაწეული სამუშაოსა და სარგებლის პროპორციული არაა, წარმოიშვება წინააღმდეგობა, რაც შემდგომ შეიძლება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის კონფლიქტშიც კი გადაიზარდოს, ან ყოველ შემთხვევაში, უკმაყოფილება გამოიწვიოს. მიხვდით უთუოდ, საუბარი ხვიჩა კვრაცხელიაზეა, რომელმაც გასული წლის ზაფხულში "ნაპოლისთან" კონტრაქტი ფორსმაჟორულ სიტუაციაში მყოფმა გააფორმა, თუმცა მას შემდეგ ვითარება შეიცვალა და მისი აგენტი მამუკა ჯუღელი სრულიად სამართლიანად მოითხოვს თავისი კლიენტისთვის ხელფასის გაზრდას.

ნეაპოლური გამოცემები ხშირად ამახვილებენ ამ საკითხზე ყურადღებას და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, პირდაპირ თუ
ირიბად მოთამაშეთა მხარეს იჭერენ. ყველამ შესანიშნავად იცის, რომ კვარაცხელიასთან და ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით თუ პრობლემა არ მოგვარდა, ეს პირდაპირ აისახება გუნდსა და მის შედეგებზე, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი ჯიუტად არ აპირებს რაიმეს შეცვლას, რაც საბოლოო ჯამში მასაც დააზარალებს, რამეთუ ადრე თუ გვიან ეს კლუბის მიღწევებსა და შესაბამისად, შემოსავალზე მოახდენს გავლენას.


კვარაცხელიას და ოსიმენს, როგორც გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელსა და ბომბარდირს, დამსახურების და სტატუსის მიხედვით უკვე სულ სხვა გასამრჯელო ეკუთვნით და დე ლაურენტისის მხრიდან მათი მოთხოვნების უგულებელყოფამ, არაა გამორიცხული, ფეხბურთელების, ასე ვთქვათ, სათამაშო ენთუზიაზმის დაქვეითება გამოიწვიოს. spazionapoli-ს ცნობით, ქართველზე უფრო ნაკლებს გუნდში მხოლოდ ორი ფეხბურთელი იღებს (ალესანდრო ძანოლი და პიერლუიჯი გოლინი), ხოლო tuttonapoli წერს, რომ ხვიჩასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არსებითი და საკვანძოა.

"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ ჯუღელი კარგა ხანი იმყოფებოდა იტალიაში, "ნაპოლის" სამივე მატჩს დაესწრო, იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც დე ლაურენტისი, მაგრამ მხარეებს შორის შეხვედრა არ შედგა. სამაგიეროდ, მამუკა ესაუბრა კლუბის მენეჯერს, მაურიციო მიკელის, თუმცა ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ჯუღელი "კვარასთვის" ხელფასის 5 მილიონ ევრომდე გაზრდას და კიდევ ერთ მილიონს ბონუსების სახით ითხოვს. "მხოლოდ 6 მილიონს" - ხაზს უსვამს tuttonapoli.

Sportall.Ge

გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს ნეაპოლელ გულშემატკივრებს აღელვებთ, თემა ქალაქში განხილვადია, ჯუღელის მოქმედება კი - კარგად მოფიქრებული და გააზრებული და დე ლაურენტისმა იცის, რომ გადაწყვეტილების მიღება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდის სათამაშო კრიზისი გაღრმავდება და ამას უკვე ტიფოზების რეაქცია მოჰყვება.

მკითხველის კომენტარები / 28 /
სწორიაა არაფერი არ უნდა დაუთმონ იმ ფულისტ ღორს !
zura222
03:23 04-09-2023
4
თავმოყვარეობის საკიტხია, ბოლო-ბოლო სასაცილოდ აიგდებენ.
ბიჭი სერია ა- საუკეთესოდ დასახელდა და ტურნირზე კი არა საკუთარ კლუბშიც კი ლაბის ყვდლაზე დაბალი ხელფასი აქვს. დაცინებენ აბა რა იქნება.
თან ხელფასის მომატებაც არ უნდა და ტრანსფერზე დაბალი ლიმიტიც არ აწყობ, მაღალი დონის მოთამაშეა და ასე დაბალი ლიმიტ რატომო, თან ხელფასსაც არ უმატებს. თუ მაღალი კლასის არის ხელფასი მაინც არ უნდა მოუმატო? :)
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული