calcionapoli24: დე ლაურენტისის კლუბში კვარაცხელია თითქმის ყველაზე ნაკლებს იღებს, დემე პირველ ხუთეულშია

AutoSharing Option
calcionapoli24 იტყობინება, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელთა სახელფასო განაკვეთი საერთო ჯამში მხოლოდ 42.5 მილიონ ევროს შეადგენს, მაღალანაზღაურებადთა ხუთეულში დიეგო დემეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიაზე დაბალი გასამრჯელო ორ მოთამაშეს აქვს.

გამოცემა აღნიშნავს ფეხბურთელთა იმ თანხას, რომელსაც ხელზე იღებენ, ანუ რომელსაც დასაქმებული უშუალოდ იღებს და "ბრუტოს" - მთლიანი შემოსავალი ხარჯების (გადასახადები და ა.შ.) გამოქვითვის გარეშე.

1. ოსიმენი - 4.5 (5.9)
2. ზელინსკი - 3.5 (6.4)
3. ლობოტკა - 3.5 (4.5)
4. დი ლორენცო - 3 (5.5)
5. დემე - 2.5 (3.2)
6. რასპადორი - 2.5 (4.6)
7. ლინდსტრემი - 2.3 (3.6)
8.
ანგისა - 2.2 (2.8)
9. პოლიტანო - 2.2 (4.0)
10. მარიო რუი - 2.1 (3.8)
11. მერეტი - 2 (3.7)
12. რაჰმანი - 1.8 (3.3)
13. სიმეონე - 1.7 (3.1)
14. ოლივეირა - 1.5 (1.9)
15. ელმასი - 1.5 (1.9)
16. კაიუსტე - 1.2 (1.9)
17. ნატანი - 1.1 (1.7)
18. ესტეგარდი - 1.0 (1.3)
19. ჟუან ჟეზუსი - 1.0 (1.85)
20. კვარაცხელია - 1.0 (1.3)
21. გოლინი - 0.4 (0.724)
22. ძანოლი - 0.08 (0.148)

იტალიურმა მედიამ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ "ნაპოლიში" ფეხბურთელებს და მათ შორის, პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას, დაბალი გასამრჯელო აქვთ და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პრობლემის მოგვარებაზე არ ფიქრობს, რამაც შეიძლება საბოლოოდ უარყოფითი შედეგები გამოიღოს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
ხვიჩას ყველაზე მეტი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, რადგან მხოლოდ მისი მისვლიდან გახდა ნაპოლი ჩემპიონი (ოსიმენი მანამდეც თამაშობდა) და ხვიჩა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი
ჯონდო
11:40 05-09-2023
0
რა გიკვირთ ხალხო, ევროპაში და კერძოდ იტალიაში ვისაც ხედავენ ქართველებს ესენი მოხუცების უკანალის მხოცავი, მონასავით ნახევრად ლეგალურად მშრომელი შავი მუშა კრიმინალური ბანდის წევრები და მეძავები არიან, ესენი არიან ქართველების სახე, ესენი ქმნიან ერის იმიჯს ევროპაში. ხოდა რა იმიჯიც გვაქვს ისე ექცევიან ხვიჩასაც, ძნელია შეედავო. ღირსეული, თავმოყვარე და პატიოსანი ქართველები ვინც დარჩა საქართველოში არიან და ჩუმად ებრძვიან სიღარიბეს და გაჭირვებას. ასეა ეს და ნურავის მოვთხოვთ ჩვენი ერის დაფასებას როცა ჩვენ თვითონ მწვანე დოლარებზე დახარბებული ფეხქვეშ ვთელავთ ერის ღირსებას და პატიოსნებას...
ელგუჯა
12:04 05-09-2023
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული