"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის კვარაცხელია დაასახელა

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთი 2023-ის" 30 ნომინანტი დაასახელა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

გამარჯვებული 30 ოქტომბერს პარიზში, დაჯილდოებაზე გაირკვევა. ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა რონალდო.

ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"ოქროს ბურთის" ნომინანტები

ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნაიტედი), ქარიმ ბენზემა (ალ იტიჰადი), იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), იასინ ბონო (ალ ჰილალი), მარტინ ედეგორი (არსენალი), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), ილკაი გიუნდოგანი (ბარსელონა),
ვინისიუსი (რეალი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჯუდ ბელინგემი (რეალი), ბუკაიო საკა (არსენალი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი), რანდალ კოლო მუანი (პსჟ), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), როდრი (მანჩესტერ სიტი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), კიმ მინ ჯე (ბაიერნი), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ჰარი კეინი (ბაიერნი).

მკითხველის კომენტარები / 27 /
ერთ წელში დაასახელებენ 100 ნომინანტა შორის და მაგაზე იქნება სტატია
გიო
12:35 20-04-2024
0
30 ნომინანტს შორის ხვიჩას ხელფასის სიდიდე ლოგარითმული სიდიდეა!
ვაჟა მასწ.
00:52 08-09-2023
1

სიახლეები პოპულარული