El Nacional: "ბარსელონა" ხვიჩას 100 მილიონად შეძენას შეეცდება, ოღონდ მის თამაშს კიდევ დააკვირდება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა და ჩვენი გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა, მისი სამსახურით "ბარსელონა" დაინტერესდა. ამის თაობაზე კატალონიური El Nacional-ი იტყობინება.

გამოცემა წერს, რომ "ბარსელონა" "ატლეტიკოდან" იჯარით აყვანილ ჟოაო ფელიქსს არ გამოისყიდის, რადგან ეს ძალიან ძვირი დაუჯდება და ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდება, რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

აღნიშნულია, რომ "ბარსა" ადვილად ქართველის გადაბირებასაც ვერ შეძლებს, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ფინანსური პრობლემები თითქმის მოაგვარა, ტრანსფერის განსახორციელებელი თანხის გადასახდელად მზად იქნება და "ნაპოლის"
100 მილიონ ევროს შესთავაზებს.

"ბარსელონა" ამ სეზონში კვარაცხელიას თამაშს დააკვირდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს. ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული.

გავრცელებულ ინფორმაციას Forbes-ი და ნეაპოლური სპორტული საიტები ადასტურებენ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
კვირკველია არ უნდათ?
10 ლარად გავატანთ და აბურჯანიასაც დავუმატებთ.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
18:18 09-09-2023
15
გადახედეთ
ფინეთის,უნგრეთის,სასომხეთის შემადგენლობებს და მერე საქართველოსი და შემდეგ შედეგებს და ჯგუფებში მათ მდგომარეობას .ლუქსემბურგი რომ საერთოდ სამგორის ხელა ქვეყანაა იმას აქვს ჩვენზე ორჯერ მეტი ქულა მოგროვებული ჯგუფში(10) გუშინ რასაც უყურე ეს იყო საცოდაობა ეზოს ფეხბურთი ყველა იმენა ჩაჯ... გამოვიდნენ და ჩაფს... დაამთავრეს თამაში. ამ სანიოლს კიდე სტრატეგია ტაქტიკა საერთოდ გააჩნია თუ მიდით ბიჭებოთი შემოიფარგლება ერთი ბოდიში მაინც მოეხადა.
ემიგრანტი
22:44 09-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული