"ნაპოლიში" მისი მომავალი ბუნდოვანია, ერთ-ერთმა კლუბმა სეზონში 10 მილიონი ევრო შესთავაზა" - იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე არაერთი შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Canale 21-ის ჟურნალისტი მარკო ჯორდანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "კვარას" მომავალი "პარტეოპეის" რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ქართველის წარმომადგენლებსა და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

"კვარაზე" ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს. რამდენიმე თვის წინ ხვიჩას მამამ და აურელიო დე ლაურენტისმა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს. იტალიელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა შემტევის ხელფასი გაორმაგდებოდა და დაახლოებით 2.5 - 3 მილიონ ევრომდე გაიზრდებოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

"ნაპოლიმ" ზაფხულში, ოსიმენის მსგავსად, კვარაცხელიას შესახებაც შეთავაზებები მიიღო, ტრანსფერი არ შედგა, რადგან წინადადებები 100 მილიონ ევროზე ნაკლები იყო.

გარწმუნებთ, რამდენიმე კლუბმა ხვიჩას ანაზღაურების სახით სეზონში 7, 8 და 10 მილიონი ევროც კი შესთავაზა. დე ლაურენტისსა და ხვიჩას წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა იძაბება, რადგან აურელიო არ გახლავთ პიროვნება, რომელთანაც ულტიმატუმების ენით საუბარი მისაღებია.

"ნაპოლი" ხვიჩას შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს", - განაცხადა ჯორდანომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბადრი კვარაცხელიამ და მამუკა ჯუღელმა Calcionapoli24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ხვიჩა "ნაპოლიში" ბედნიერია და კლუბიდან წასვლას არ განიხილავს.

altgoal.com: კვარაცხელიასთვის ნორვეგია პირველი შანსია და შემდეგ კი არ შეყოვნდება, არამედ გაფრინდება

alt"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

altAS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

altხვიჩა კვარაცხელია: ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში აგრძელებენ კარიერას - ეს ნაკრებზეც აისახება

მკითხველის კომენტარები / 43 /
კვარაცხელიას ჰეითერებო!!!არც ერთ ქართველ სპორტსმენს არ იცნობენ მთელ მსოფლიოში ისე,როგორც კვარაცხელიას,არც ერთი სპორტსმენი არ უყვართ ისე როგორც კვარაცხელია,არც ერთ სპორტსმენზე ამდენს არ ლაპარაკობენ მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავები,არც ერთზე არ წერენ ამდენს ავტორიტეტული გამომცემლობები,არც ერთ სპორტსმენს არ ყავს სოციალურ ქსელებში ამდენი მიმდევარი,არც ამდენი ჰეითერი არ ყავთ,ჰოდა კვარაცხელია მიხედავს თავის ცხოვრებას და თქვენ კიდე თქვენ ხელმოცარულ ცხოვრებას მიხედეთ!!!!!კიდევ ბევრჯერ გაუთქვამს ამ ქვეყანას სახელს მთელ მსოფლიოში და ჩამორეცხავს იმ სამარცხვინო სახელს რასაც ქართველები ამკვიდრებენ სხვადასხვა ქვეყნებში.ვისაც შეუძლია კვარაცხელიაზე მაგარი სახელის მოხვეჭა გზა ხსნილია,მიდით და ამაში შეეჯიბრეთ ართმანეთს და არა ჰეითერობაში!!!!!!!!!წარმატებები❤️
გიორგი
12 სექტემბერი 2023 13:56
2
ფიბას ინსტაგრამ გვერდზე ჩვენი კალათბურთელების შემადგენლობა, რომ დაიდო გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან ხუმრობდნენ კვარაცხელია სად არისო,ანუ კვარა უკვე საქართველოსთან ასოცირდება.ადრე ქურდებთან, ყაჩაღებთან,ნაძირლებთან,ახლა კვარასთან!!!!
სანდრო
12 სექტემბერი 2023 14:23
1
რა ულტიმატუმი უნდა წაუყენო ლავრენტი ბაბუა თავისი პოზიციიდან გამომდინარე მართალია რადგან თავში იყო შეცდომა დაშვებული როცა კონტრაქტს მოაწერეს ხელი და თუ დათმობაზე წავიდა მადლობა უთხარით
Ddd
12 სექტემბერი 2023 09:19
3
ქალთმოძულეების საიტი!!!ყველა ქართველი სპორტსმენის წარუმატებლობა თურმე ქალების ბრალი ყოფილა!!!!ამასობაში კი ქალმა მოჭადრაკეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს!!!!
!!!
12 სექტემბერი 2023 01:22
6
ხელმოცარული კაცების არგუმენტია ეგ!!
!!!-ს
12 სექტემბერი 2023 01:58
2
კარგით რა მხირიანის ნახევარი კარიერა გაიკეთოს და ჩემოიონ მირად პოსჩიტაიუ ლიჩნო ია.ისე წარმატებები კვარა.
Robert22
12 სექტემბერი 2023 00:00
10
ჯერ რა კარიერა მხითარიანს ქონდა იმოგზაურა ევროპაში პროსტა. და ესეთი დებიუტი კი არა საერთოდ სეზონი არასდროს არ ღირსებია არც ოქროს ბურთის ნომინანტებში ყოფილა ოდესმე. ხვიჩას ნახევარი აქეთ გააკეთოს ეხლა. თუ არადა კვარაცხელიან სომეხიაო მაგის მტკიცება დაიწყეთ ისევ
Beria.
12 სექტემბერი 2023 11:23
1
მხითარიანს ერთი სეზონით ამოუდო . 100 წელი ვერ გახდება შენი მხითარიანი ვერც ერთი ტოპ ლიგის საუკეთესო კარგად დაიხსომე ეს .
ტარიელი
12 სექტემბერი 2023 09:19
1
ყველა გამოხმაურება
მომავალი კი არა ამის მეტი აღარ შეუძლია რაც არის ეს არის...ჯუღელმა და მისმა ცოლმა დაღუპეს უცბად რომ მოუნდათ ამდენი.
ხვიჩა ნაპოლიში ჩარჩება. სანიოლმა ფლანგზე რომ დააყენა თავიდანვე ცენტრში უნდა დაეყენებია..კვარა ფლანგზე მოძველდა
ზუროსული
11 სექტემბერი 2023 22:34
11
მაგ ცოლიანმა დონჩიჩმა მსოფლიო ჩემპიონატზე,ერთმანეთზე აფარა ჩვენი უცოლო კალათბურთელები!!დ..
!!!
12 სექტემბერი 2023 12:46
2
აბა კაცო,დონჩიჩმა ცოლი რო მოიყვანა კალათბურთს თურმე ვეღარ თამაშობს,აღარც NBA ვარსკვლავია!!!!
ზუროსულ ს
12 სექტემბერი 2023 00:18
2
ჰა, როგორია ?! ბუნდოვანი მომავალი ჰქონია იმ ფეხბურთელს, რომელმაც გადმოსვლისთანავე ფურორი მოახდინა, კლუბს ნანატრი ჩემპიონობა მოუტანა და თავად სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. აი ასეთ მოთამაშეს ჰქონია ბუნდოვანი მომავალი... აი ხომ არსებობს ტერმინი "სოფლის გუნდი" ? ნაპოლი მენტალურად ზუსტად ეგაა, მითუფრო ლაურენტისის ხელში. ხვიჩასთვის მაგათთან ურთიერთობის გაგრძელება ღირსების შემლახველი იქნება ამიერიდან. უნდა წავიდეს !!!
უნდა წავიდეს
11 სექტემბერი 2023 21:33
4
რა კარგად გამაცინე,მართლაც არ გაუწყალეს გული კვარაცხელიას ამ ხელმოცარულმა კაცებმა?!!
დდდ-ს
12 სექტემბერი 2023 13:07
1
ცვეტში, უნდა წავიდეს... კიდევ, ცოლსაც უნდა გაშორდეს, გამოილოცოს, კათოლიკედ მოინათლოს, წვერი გაიპარსოს, ქოჩორი დაიმოკლოს და გეტრებიც აიწიოს... ნუ, თავისთავად, ბოლოსდაბოლოს ისიც უნდა გაგვაგებინოს, რუსეთი ოკუპანტთა, თუ არა... გამომრჩა რამე?!...
დდდ
12 სექტემბერი 2023 00:21
2
ხვიჩა, ამ სოროდან გამომძვრალ ხელმოცარულებს სალაპარაკო რომ მიეცი, ძალიან ცუდია. წარმატებები! და მოინდომე, ეს არამზადები გააჩუმე. :)
რატი
11 სექტემბერი 2023 20:31
4
კვარადდდონადან კვარანნნონამდე ერთი ნაბიჯიღაა სამწუხაროდ.ვერაფერს ვეღარ შვრება ვერსად.
მესი
11 სექტემბერი 2023 20:27
14
უკვე მეზარება,ამ საიტზე შემოსვლა.ამდენი,მხოლოდ ვინმეს გინებაზე დაგეშილი ხალხისაგან ბოღმის და სიძულვილის ნთხევის ნახვის სურვილი აღარ მაქვს.ბიჯო,თქვენ რომ არ გიყვართ ფეხბურთი,ასატანია,მაგრამ ვისაც უყვარს,იმათ რაღას ერჩით?სადაც გაიხედავ,ხვიჩას სურათებია,გაიკარით სახლში,კედელზე და გინდა აგინეთ,გინდაც კვერცხები ესროლეთ!არც სხვა ფეხბურთელებზე,სხვა სახეობის სპორტსმენებზე,ან პოლიტიკოსებზე იქნება,მათი სურათების შოვნა,ძნელი.იქ მოიოხეთ გული და აქაურობას შეეშვით,რაა!აქოთდა და აყროლდა აქაურობა!
სოსო
11 სექტემბერი 2023 20:04
2
ხვიჩამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა, უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ამდენი ურთერთგამომრიცხავი ინფორმაციისაგან დავიღალე.
ჯონდო
11 სექტემბერი 2023 19:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული