"კვარაცხელია იჯარით "მანჩესტერ იუნაიტედში"? - ინგლისელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ინგლისელმა ჟურნალისტმა მაიკ კიგანმა "დეილი მეილს" განუცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან აფასებს:

"არის თუ არა სახელები, რომლებიც მართლაც თვალში საცემია? იმის გათვალისწინებით, რომ მარჯვენა ფლანგზე მწირი ვარიანტებია, იანვარში ეს პოზიცია აუცილებლად გასაძლიერებელია.

არ გამიკვირდება, თუ მომავალ სეზონში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია  პრემიერლიგაში აღმოჩნდება, თუმცა ის სხვა ფლანგზე თამაშობს. მე ვიცი, მას აფასებენ, მათ შორის - "იუნაიტედი", მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს იაფი დაუჯდეთ და ტრანსფერი სეზონის მიმდინარეობისას ნაკლებად სავარაუდოა.

იანვარში იჯარის განხორციელება შეიძლება მისი აქ გადმოყვანის საშუალება გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 30 /
იჯარით არა ჯართით
Zulli Montero
00:34 18-09-2023
0
ინგლისი არა ჯერ ისევ ნაპოლი რომელსაც დასაწუნი არაფრი აქ მერე კი ესპანეთი კვარა ბარსა ან რეალი. ეს უნდა გააკეთოს კვარამ ამ ორ გრანდში მოხვედრა დიდი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის.
ქომაგი
12:03 15-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული