![](https://sportall.ge/pictures/image5/281585562780165c1dee95eaf103ea16.jpeg)
ფიფამ 2023 წლის მიხედვით The Best Men’s Player-ის პრიზის 12 პრეტენდენტი დაასახელა და რაოდენ სასიხარულოა, რომ მათ შორის საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
ფიფას ნომინანტები
ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი/ალ ნასრი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ილკაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი), როდრი (მანჩესტერ სიტი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), კილიან მბაპე (პსჟ), ლიონელ მესი (პსჟ/ინტერ მაიამი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი) და ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი).
![უდიდესი აღიარება - ფიფამ კვარაცხელია The Best Men’s Player-ის პრიზის 12 პრეტენდენტს შორის დაასახელა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/b454eadfc9754969ed3683f82dbb9c3f.jpg)
კანდიდატთა დასახელებისას გათვალისწინებულია 2022 წლის 19
დეკემბრიდან
2023 წლის 20 აგვისტომდე ფეხბურთელთა თამაში და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება.
The Best Men’s Player-ის პრიზის ამჟამინდელი მფლობელი მესია. გამარჯვებულს გულშემატკივარების, ჟურნალისტების და ნაკრებების კაპიტნებისა და მწვრთნელების მიერ მიცემული ხმების მიხედვით გამოავლენენ.