"კვარას" მშრალი სერია? მას შემდეგ რაც ნაკრებში 2 სრული მატჩი ითამაშა, დავრწმუნდი რომ..." - რა თქვა გარსიამ "ჯენოასთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
16 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, სერია A-ს მე-4 ტურში "ნაპოლი" "ჯენოას" ესტუმრება, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ სხვადასხვა თემების, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატი კარგად დავიწყოთ, სამწუხაროდ, ჩემი ზოგიერთი ფეხბურთელი სანაკრებო შესვენებიდან დაღლილი დაბრუნდა, ყველამ სრული დატვირთვით ვარჯიში ვერ მოახერხა. ბედნიერი ვარ, რომ ტრავმირებული არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა.

"ლაციოსთან" ჩატარებული მატჩისგან სრულად განსხვავებულად ვითამაშებთ.

"კვარას" მშრალი სერია? ის გუშინ დაბრუნდა, საქართველოს ნაკრებთან ერთად ორივე მატჩი სრულად ჩაატარა. საერთოდ არ ვნერვიულობ რომ გოლის
გატანას ვერ ახერხებს, "ლაციოსთან" იღბალი დააკლდა. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გოლებსაც გაიტანს და საგოლე პასებსაც შეასრულებს. წინა ტურში სრულად თამაში ვერ მოახერხა, თუმცა ნაკრებში შეუცვლელად ითამაშა, ესე იგი, ხვიჩა ფიზიკურად მზადაა.

ითამაშებენ თუ არა ოსიმენი და სიმეონე ერთად? შესაძლოა. ვიქტორის და "ჩოლოს" სახით ორი გამორჩეული შემტევი გვყავს", - განაცხადა გარსიამ.

ფოტო: Areanapoli.it

altგარსია "ჯენოასთან" მატჩის წინ შემადგენლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს

alt"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

alt"რატომ ცვლი გუნდის ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელს?" - გარსია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს კაცი დაასამარებს "ნაპოლს".
ზურაბი
11:33 16-09-2023
3
დღეს იწყება მეგობრებო დღეს გოლს გოლზე გაიტანს
მიშა
07:37 16-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული