შეცვლაზე შესულმა ზურიკომ თანაგუნდელს გამარჯვების გოლი გაატანინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 2-ის მეექვსე ტურში „ბორდომ“ გასვლაზე „ვალანსიენი“ 2:1 დაამარცხა.

ზურიკო დავითაშვილი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, აქტიურად ჩაერთო თამაშში, ჯერ მისი კარგი გადაცემა ბადიმ ვერ გამოიყენა, შემდეგ ქართველმა ბურთი მეტოქეს აართვა და პიტუს საგოლე პასი გაუკეთა.

„ბორდო“ 9 ქულით მეექვსე ადგილზეა და 26 სექტემბერს სტუმრად „გენგამს“ შეხვდება.

ვალანსიენი. „სტად დიუ ენო“
ვალანსიენი - ბორდო 1:2
გოლები: 0:1 ელისი (37), 1:1 კრუზე (63), 1:2 პიტუ (89)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაკვე აზაროვი კიტე მამარდა ყველამ რაღაცა ქნა თავის გუნდებში ნაკრებში რა ჭირთ აბა. მემგონი სანიოლია ყველაფერში დამნაშავე და არა ფეხბურთელები
ტოტტი
23:47 16-09-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული