„ნაპოლი“ პირველ ტაიმში ტაიმში მნიშვნელოვან უპირატესობას ვერ ფლობდა, მომენტებს ვერ ქმნიდა, რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში კვარაცხელიამ, ორჯერ მოწინააღმდეგეებს ყვითელი ბარათი მიაღებინა, შემდეგ კი ტრავმას გადაურჩა, ხოლო მე-40 წუთზე მასპინძლები კონტრიერიშისას ბანიმ დააწინაურა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნეაპოლელთა დაცვა ისევ ჩავარდა და რეტეგიმ მერეტის კარი დალაშქრა. "ნაპოლი" ბევრს უტევდა, შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ ასევე შეცვლაზე შესული კაიუსტეს პასით გაიტანა, მერე კი პოლიტანომ ანგარიში გაათანაბრა, რომელიც აგრეთვე შეცვლაზე შევიდა. ხვიჩა რუდი გარსიამ 89-ე წუთზე გაიყვანა მოედნიდან და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
„ნაპოლი“ 7 ქულით ამ მომენტისთვის მეხუთე ადგილზეა, 20 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სტუმრად „ბრაგას“ დაუპირისპირდება, ხოლო 24 სექტემბერს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ბოლონიას“.
გენუა. „ლუიჯი ფერარისი“
ჯენოა - ნაპოლი 2:2
გოლები: 1:0 ბანი (40), რეტეგი (56), 2:1 რასპადორი (76), 2:2 პოლიტანო (84)