კვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეოთხე ტურში, სტუმრად "ჯენოასთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე ალესიო ძერბინით შეცვალეს, რის გამო უკმაყოფილო დარჩა.

Tuttonapoli და spazionapoli აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია გაოცებული იყო და მწვრთნელს რუდი გარსიას ჟესტით (stizza) ამის შესახებ მიანიშნა.

რუდი გარსიამ შეხვედრას დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შანსი იმათთვის უნდა მიეცა, ვინც კარგად ვარჯიშობს, თუნდაც ეს ისეთ დიდ ფეხბურთელებს ეხებოდეს, როგორიც კვარაცხელიაა.

სხვათა შორის, ანალიტიკურმა საიტებმა "კვარას" მაღალი შეფასებები დაუწერეს: whoscored-მა 7.2, ხოლო Sofascore-მა და Flashscore-მა 7.4. ქართველზე მაღალი შეფასება
მხოლოდ პიოტრ ზილენსკიმ დაიმსახურა - 7.5.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ბევრი რამე ითქვა ფიზიკური პრობლემები, შეისწავლეს სწორად არ იყენებს მწვრთნელი და ესე შემდეგ თუმცა პირადად მე სხვა სახის პრობლემას უფრო ვხედავ რატომღაც როცა სივრცეს პოულობს და თავისუფლდება მაგ დროს პასი არ კეთდება მასზე, ვიღაცეები მეკამათებოდნენ სივრცეზე დამოკიდებული იგროკი არააო
არადა არი ზუსტადაც კვარას ბურთი ხოდზე თუ არ მიეცი ისე უჭირს თავის გამოვლენა, დღეს ხელსაყრელ სიტყაციაში ბევრჯერ აწია ხელი მოითხოვა ბურთი მარა მისცეს 0, ეს ნაპოლი გუნდი არაა, ყველა თავის პონტში უბერავს არ უნდა დარჩენილიყო თავის დროზე პასებს არ უკეთებენ და ვარდება ტონუსიდან. არცერთ საკვანძო მომენტში სადაც შეიძლებოდა პასი მიეცათ გათვლა არ გაკეთებულა, ცალკე ანგისას ლუზერ ......... აქეთა ფლანგს რომ ვერ ხედავს, ცალკე გუნდში გრძელი პასის გაკეთება არავის არ შეუძლია (ხვიჩას გარდა) რომ სწრაფად სივრცეში მისცენ პასი ჩვენ ბიჭს მაგრამ არ აქვს ნაპოლის ეს კომპონენტი და ხვიჩასაც ეფექტი ეკარგება, ნორმალურ გუნდში სხვა დონეზე იქნება, პასების 99 პროცენტი რაც მიიღო კარიდან ზურგით სადაც იძულებული ხარ უკან დახიო ბურთი, ან დაკარგავ, არ აკვირდებით პასებს რა დროს უკეთებენ. ნაპოლი არის მართლაც სოფლის გუნდი წელს. ტიპები ორასჯერ აპახავებენ პასებს ცენტრში და კვარას რომ მიცემენ ირგვლივ ტყეა მეტოქე მცველების მის ირგვლივ უკვე. როცა ხვიჩა მართლა ხელსაყრელ პოზიციაშია და გაშმაგებული ხელებს შლის ჩვენი ბიჭი პასი მომეცითო შენც არ მოგიკვდე თითქოს არც იყოს იქ ლუზერი თანაგუნდელები არც კი იმჩნევენ და თავის ეგოს ისწორებენ და ზოგი საიდან უვრახუნებს კარისკენ და ზოგი საიდან. გუნდში დისციპლინა საერთოდ მორღვეულია ეს კი ვისი ბრალია ? კი ბატონო გარსიას და მალე მიაბრძანებენ გუნდიდან. სპალეტის ანტიპოდი აღმოჩნდა ეს კაცი თან გაცილებით დაბალი ლეველის სპეციალისტია ეს აშკარაზე აშკარაა.
Alegro
02:46 17-09-2023
5
რაც არ უნდა ცუდად ითამაშოს კვარამ, მას რომ ძერბინით შეცვლი, მწვრთნელი კი არა, მეხაშე ხარ საქონელ ლოურენტესსთან ერთად, რომელმაც გუნდი მოკლა და თან სპალეტის იქით ედავება ფულს, ანუ დიდოსტატის არ იყოს, დამიჭირეს, ხელი მომჭრეს, რატომ კარგი ააგეო............
სიმართლე
02:42 17-09-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული