"პარტენოპეის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე ალესიო ძერბინით შეცვალეს, რის გამოც უკმაყოფილო დარჩა.
Tuttonapoli-ს ცნობით, "კვარა" უკმაყოფილო არა მისი შეცვლის გამო, არამედ მოედანზე ახალგაზრდა ძერბინის შემოსვლით გახლდათ.
"ქართველი გაკვირვებული დარჩა, როდესაც 90-ე წუთზე შეცვალეს და მის ნაცვლად თამაშში არა ლინდსტრომი, ან სიმეონე, არამედ ძერბინი ჩაერთო. ეს ნამდვილად უაზრო და გასაოცარი ცვლილება იყო. "კვარა" სწორედ ამაზე გაბრაზდა და თავი ვერ შეიკავა. რას ნიშნავდა მისი გამომეტყველება და ხელის მოზრაობა? მხოლოდ ერთს - "რას აკეთებ?" ეს კითხვა რუდი გარსიასადმი იყო
შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ბრაგას" წინააღმდეგ გამართავს.
Rinnovo. ესაა კვარაცხელიას და ოსიმენის პრობლემის მიზეზი? - იტალიური მედია გაოგნებულია