მატჩის დღე - კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგის გასული წლის აღმოჩენა, იწყებს!..

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა და არაერთ საინტერესო მატჩს ვნახავთ. "ბაიერნისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირების მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრების დიდი ყურადღება იმ შეხვედრისკენაა, რომელიც ზოგადი აფიშით არ გამოირჩევა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, აქ ტურნირის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, მისი "ნაპოლი" კი პორტუგალიაში "ბრაგას" ესტუმრება - დღეს, 20 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე.

ნეაპოლელები და მათი ლიდერები ახლა იდეალურ ფორმაში არ არიან და ხასიათის გამოსწორება სურთ. ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მატჩშიც ძალიან დამთრგუნველი იყო - "კვარამ" "მილანს" პენალტი ვერ გაუტანა, ოსიმენის გოლი
კი დაგვაინებული აღმოჩნდა. რუდი გარსია ეცდება, საკუთარ თავზე შავი ღრუბლები გაფანტოს.

"ბრაგამ" ჯგუფურ ეტაპზე გასვლა "პანათინაიკოსის" დამაჯერებლად ძლევით მოახერხა. ისინი ბოლოს აქ 2010-11 წლებში იყვნენ, თუმცა მესამე ადგილი დაიკავეს. ამ მატჩში დამარცხებული საქმეს ძალიან გაირთულებს, რადგან მოგეხსენებათ, ოთხეულში მადრიდის "რეალი" და გერმანული "უნიონი" არიან. ეს გუნდები ერთმანეთს მანამდე (20:45 სთ) შეხვდებიან. იტალიის ჩემპიონი მომდევნო მატჩში სწორედ "სამეფო კლუბს" უმასპინძლებს.

Sportall.Ge

"ნაპოლიმ" სეზონი კარგად ვერ დაიწყო, ამჟამად მე-5 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გასვლა კი მათთვის ჩვეულებრივი ამბავი არაა. გუნდი იმაზე რთულ ჯგუფშია, ვიდრე გასულ წელს, მაგრამ მადრიდის "რეალთან" დაპირისპირება განსაკუთრებულია. შეგახსენებთ, ის "კვარას" ოცნების გუნდიცაა. "ლივერპულთან" წინა სეზონის სტარტი მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა.

"ბრაგას" ნიაკატე აკლია, ბრუმასა და ჯალოს წყვილმა კი უკვე 8 გოლი გაიტანა და ისინი კვლავ ერთად შეუტევენ. "ნაპოლის" მხოლოდ მეორე მეკარე გოლინი არ ჰყავს. მარიო რუის ნაცვლად, სასტარტოში მატიას ოლივერა უნდა დაბრუნდეს. ბევრი იქნება დამოკიდებული კვარაცხელია - ოსიმენის თამაშზე, მესამე შემტევი კი
პოლიტანო იქნება, რომელმაც "ჯენოას" გაუტანა. ქართულ-ნიგერიულმა დუეტმა გასულ სეზონში ყველა აალაპარა და ახლაც მსგავსი მოლოდინები არსებობს.

"ნაპოლი" ფავორიტია, პორტუგალიაში გამარჯვება შეუძლია, ამავდროულად კი "ბრაგა" საკუთარ მოედანზე ძლიერია და იშვიათად აგებს. შეხვედრას ნიდერლანდელი გოზუბუიუკი განსჯის, რომელმაც ბოლო სამივე შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ორჯერ შიდა ჩემპიონატზე და ერთხელ შვედეთისა და ავსტრიის (1:3) მატჩში.

altრა სჭირდება კვარაცხელიას, როგორ უნდა ექცეოდნენ კრიზისის დროს და ემოციური ფონი, რომელიც დასაცხრობია...

მკითხველის კომენტარები / 11 /
შახტარიც თამაშობს დღეს პორტუსთან.გოჩოლეიშვილი არ ვიცი მაგრამ აზაროვი უეჭველი ძირითადში იქნება.იმედია კარგად წარმოაჩენენ თავს ხვიჩაც და ჩვენი ფლანგის მცველებიც დღეს!
მეზღვაური
13:05 19-09-2023
6
გოჩოლეიშვილს ვუყურე. ეს კაცი საერთოდ არ უნდა გამოიძახო ნაკრებში. ბოლო წუთზე ისევ უკან მისცა პასი და დამთავრდა თამაში. ტიპს სულ 20 გაქვს რომ რამე დაამტკიცო და ისევ უკან იძლევი პასებს. რაზეა საერთოდ ლაპარაკი. ესაა ქართველი კაცის მენტალიტეტის ტიპიური ნიმუში, რაღაც აუხსნელი , სამარცხვინო მარაზმი! იგივე ეხება აზაროვსაც, უბრალოდ იმან ერთი ორი წინ პასი მაინც გააკეთა. თუმცა იგივე 25 წუთში ერთი ვერ გარისკა და წინ ვერ წაიღო ბურთი. ხვიჩას უნდა გავუფრთხილდეთ, ასეთი გამონაკლისი რომ გყავს ქვეყანაში ამას დანახვა უნდა
საქმეც მაგაშია
00:56 20-09-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული