![](https://sportall.ge/pictures/image5/5c3bcf6c9f849c7ad3c649362a7f6adc.jpg)
აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ საკუთარ მოედანზე რონალდოს „ალ ნასრთან“ 0:2 დამარცხდა.
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მასპინძელთა ნახევარმცველმა სარლაკმა, სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ მეტოქესთან უპირატესობას დაეუფლენ და გაიმარჯვეს. რონალდომ 90+1-ე წუთმდე ითამაშა და ხალიჩით დასაჩუქრებული დაბრუნდება საუდის არაბეთში.
მასპინძელთა გუნდის მცველი გიორგი გველესიანი სათადარიგო იყო.
!["პერსეპოლისი" Sportall.Ge](/pictures/artimages/original/dd34f50aef6281a87d27cb2b9dea2396.jpg)
2 ოქტომბერს „პერსეპოლისი“ კატარში „ალ დუჰაილს“ შეხვდება, „ალ ნასრი“ კი ტაჯიკეთში „ისტიკლოლს“.
თეირანი. „აზადი სტადიუმი“
პერსეპოლისი - ალ ნასრი 0:2
გოლები: 0:1 ჩარები (62), 0:1 ქასემი (72)
გაძევება:
სარლაკი (52, პერსეპოლისი)