"ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და ერთი სული აქვს, როდის გაიტანს" - რუდი გარსიამ გაამხილა, რაზე ესაუბრა კვარაცხელიას

AutoSharing Option
"ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თემასაც შეეხო:

"უფრო უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ბოლო ორ შეხვედრაში. ეფექტურობა და საგოლე მომენტების გამოყენება გვმართებს. სერია A და ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირებია. ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში მხოლოდ 6 მატჩი გვაქვს, იტალიის პირველობა კი უფრო ხანგრძლივია. "ბრაგასთან" დაპირისპირებისას გაგვაჩნია საკუთარი თავის რწმენა. გუნდით იმედგაცრუებული არ ვარ. დე ლაურენტისთან ისევ ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, კვირას დავურეკე, ის ორშაბათს დამიკავშირდა. მშვიდი იყო.

"კვარა" და ოსიმენი
- რას ვფიქრობ? ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, ოსიმენმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა, შემდეგ თავი არ გამოუჩენია, იმედი მაქვს, ამჯერად გაიტანს. კვარაცხელიას სიტუაცია ცოტა განსხვავებულია, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე, ისევე როგორც მარიო რუი, ტრავმის გამო შეფერხდა. მას ველაპარაკე, რათა თავი მშვიდად და უშფოთველად იგრძნოს.

ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გაუტანია და ამაზე არ უნდა იფიქროს. კარგი იქნება საგოლე პასიც გააკეთოს, როგორც "სასუოლოსთან". ერთი სული აქვს, გოლს როდის გაიტანს. ამის საუკეთესო საშუალებაა - ისევ თავისუფლად ითამაშოს და სიამოვნება მიიღოს. ის გადამწყვეტი უნდა იყოს.

ჩემპიონთა ლიგა ყველას ოცნებაა და გვინდა, რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ასეთი საღამოები დიდი ფეხბურთელებისთვისაა და "კვარა" ერთ-ერთი მათგანია".

მკითხველის კომენტარები / 5 /
სკუდეტოზე,ფეხბურთელები ენთუზიაზმის გარეშე მოქმედებენ.ვნახოთ,მოინდომებენ თუ არა,ჩემპიონთა ლიგაზე.არავისთვისაა საიდუმლო,რომ ამ ყველაფერში,დე ლავრენტისს ლომის წილი მიუძღვის.ლიგაზე,თუ გულით ითამაშეს,ეს საკუთარი თავის და გულშემატკივრების პატივისცემის გამო იქნება,თუმცა, თუ დე ლავრენტისი არ გატოკდა,ეგეც ალბათ ერთჯერადი აქცია იქნება.
სოსო
16:38 20-09-2023
3
ქართველების ხასიათშია სხვაზე გადაბრალება.ჯერ სპალეტის ადანაშაულებდით ახლა გარსიას სინამდვილეში ჩვენდა საუბედუროდ ხვიჩას ჩვეულებრივი ქართველის ხასიათი აღმოაჩნდა,კმაყოფილება მიღწეულით.უბრალოდ ვარჯიშზე თავს აღარ იწუხებს.სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.ნახევარი წელია კარებში წესიერად არ დაურტყავს.
ასეა ეს
16:15 20-09-2023
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული