ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე, პირველ ტურში, სტუმრად "ბრაგასთან" მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა:
"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და შეიძლება რამდენიმე სიტუაციაში არ გაგვიმართლა, როდესაც ბურთი ხარიხას მოხვდა და თავისი გუნდი მეკარემ გადაარჩინა. მეორე ტაიმიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ტემპი დავაგდეთ. ალბათ, ყველაზე დიდი უიღბლობა ის იყო, რომ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ. "ბრაგამ" ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ზილენსკის ძალისხმევით გავიმარჯვეთ. გამართლებას ჰქონდა ადგილი, რაც ადრე გვაკლდა.
რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დი ლორენცომ გაიტანა. გუნდს შესანიშნავი შეტევითი უნარები
აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვება ადვილი არასოდეს არაა და ახლა ჩვენს გულშემატკივრებს "რეალთან" შესანიშნავი შეხვედრა ელით.
ოსიმენი და "კვარა"? ვიქტორმა დიდებულად ითამაშა, მაღალი ინტენსივობით. ხვიჩა რამდენიმე ეპიზოდში კარგი იყო, მაგალითად, პირველი გოლისას, თუმცა ცოტა რიტმი აკლია, სეზონის დასაწყისში მიღებული ტრავმის შემდეგ, თავისი საუკეთესო თამაშის საჩვენებლად ჯერ კიდევ სჭირდება დრო".