რუდი გარსია: ხვიჩას საუკეთესოდ სათამაშოდ დრო სჭირდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე, პირველ ტურში, სტუმრად "ბრაგასთან" მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა:

"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და შეიძლება რამდენიმე სიტუაციაში არ გაგვიმართლა, როდესაც ბურთი ხარიხას მოხვდა და თავისი გუნდი მეკარემ გადაარჩინა. მეორე ტაიმიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ტემპი დავაგდეთ. ალბათ, ყველაზე დიდი უიღბლობა ის იყო, რომ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ. "ბრაგამ" ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ზილენსკის ძალისხმევით გავიმარჯვეთ. გამართლებას ჰქონდა ადგილი, რაც ადრე გვაკლდა.

რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დი ლორენცომ გაიტანა. გუნდს შესანიშნავი შეტევითი უნარები
აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვება ადვილი არასოდეს არაა და ახლა ჩვენს გულშემატკივრებს "რეალთან" შესანიშნავი შეხვედრა ელით.

ოსიმენი და "კვარა"? ვიქტორმა დიდებულად ითამაშა, მაღალი ინტენსივობით. ხვიჩა რამდენიმე ეპიზოდში კარგი იყო, მაგალითად, პირველი გოლისას, თუმცა ცოტა რიტმი აკლია, სეზონის დასაწყისში მიღებული ტრავმის შემდეგ, თავისი საუკეთესო თამაშის საჩვენებლად ჯერ კიდევ სჭირდება დრო".

მკითხველის კომენტარები / 23 /
რუდი შე უღმერთო, მოედანზე დატოვე ანგისა, რომელსაც არათუ ნაპოლიში, არამედ ქობულეთის შუქურაში არ ვათამაშებდი! საუბრობენ რომ გარსიას და ხვიჩას შორის არ არის დაძაბულობაო, მე კი პირიქით მგონია, ისინი ერთმანეთან სხვადასხვა ენაზე საუბრობენ რისი თავი და თავი მე აურელიო მგონია. გარსია კი ასრულებს მის დავალებებს!! გარსიას რომ მოუსმინო გუშინდელი შეხვედრა ოსიმენმა უძლიერასად ჩაატარაო!!!!!! - მე კი მგონია რომ მან უამრავი შეცდომა დაუშვა და ვერ მოიშალა თავისი ეგოისტური თვისებები! ჩემი რჩევაა რომ კვარამ თავი დაანებოს ნერვიულობას რაც უკვე შესამჩნევი გახდა, ეს მას ვნებს, არაფერში წაადგება და მეტი მოძრაობა, დრიბლიგი რამაც ამ ბოლო დროს ძალიან იკლო, რისთვისაც ის უყვართ და პატივს ცემენ! ტიტულს "კვარადონას" გაფრთხილება უნდა!!!! წარმატებები ჩვენს სიამაყეს!
NAPOLI!
08:39 21-09-2023
1
ჩემთვის ძმებო ეს კაცი ჩასაფრებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, ბიჭმა ძალიან კარგი შემართებით დაიწყო მეორე ტაიმი, აშკარად ეტყობოდა, მონდომებუკი, მომართული იყო, და ერთი დაკარგა არც ქვია , 2 კაცში ვერ გაძვრა(ბევრი ფეხბურთელი ყავს ვინც 2 კაცს 10 დან 10 ში უძვრება, თუ ბევრი იცის ) , დაკარგა ბურთი და ეგრევე გამოცვალა , ჩასაფრებულივით ,(ასეთ დროს ზუსტადაც პირიქით რომ იცი და თუ ითვალისწინებ რომ ემუციურად ზედმეტად გადატვირთულია და ზედმეტად მძაფრად აღიქვამს მშრალ სერიას, არ ცვლიან ასეთ დროს თუ კარგი გინდა და თუ არა ...... აი მაგის გამო დაისჯები შენ გარსია , აგერ შენ და აფერ ჩვენ, ვისაც კვარაზე გული შეგვტკივა კი არა და ვინც მთელი გულით ვიზიარებთ მის ყველა სიტუაციას... ყველა დაისჯება ამ ცხოვრებაში, ვინც კი რამეს შეგნებულად ცუდს უკეთებს ვინმეს, სამწუხაროდ ასეა ეს, ბუმერანგიო და მართლაც ბუმერანგია... დიდება ღმერთს, მშვიდობა საქართველოს, წარმატება ჩვენს ხალხს , და კვარა შენს გვერდში ვართ ძმაო
გ.შ.
13:04 21-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული