თუკი სპალეტის იმის გამო ვაკრიტიკებდით, წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთი ტაქტიკური სქემით შეეძლო და მრავალფეროვნება
გასაგებია მწირი რესურსი, თუმცა გარსიას იშვიათად შეაქვს ის სიახლეები, რისი შესაძლებლობაც აქვს. ტრავმირებულთა სიაში არ ყოფილა, მაგრამ განაცხადს მიღმა იყო კაიუსტე, რომელსაც ცოტა დაძაბული დებიუტი ჰქონდა, იმის შემდეგ კი არსებულ შუა ხაზში საკმაოდ განსხვავებულ უნარებს ავლენს. საერთოდ არ ეძლევა დრო ლინდსტრომს, არადა, ლოსანოს წასვლის შემდეგ, პოლიტანოს ალტერნატივა სწორედ ის უნდა იყოს და არა ამპლუაშეცვლილი რასპადორი ან ელმასი.
რაც შეეხება კვარაცხელიას - ხვიჩას მიმდინარე სეზონის ცალსახად საუკეთესო მატჩი ჰქონდა, შეტევაში მისი ყველა ჩართვა ფაქტობრივად, სახიფათო მომენტით მთავრდებოდა. "კვარა" დრიბლინგზე თამამად მიდიოდა, თუმცა პორტუგალიელებს დაზღვევის მექანიზმები კარგად ჰქონდათ განვითარებული. "ბრაგამ" მარჯვნიდან რამდენიმე შეტევა განახორციელა, ქართველი გარემარბის გააქტიურების შემდეგ კი მასზე უარის თქმა დასჭირდათ. აშკარაა, რომ 77-ე ნომერი სულ უფრო უკეთეს ფორმაში შედის, ტრავმიდანაც საკმაოდ დიდი დრო გავიდა და დაღლილობა ისე ნამდვილად არ ემჩნევა, მოედნიდან ნაადრევად გაიყვანონ. ისე ჩანს, გარსია საკუთარი საზღვრების მონიშვნას და იმის ხაზგასმას აპირებს, ავტორიტეტები რომ არ არსებობენ. ვხედავთ, კვარაცხელია უკმაყოფილოა და როგორც წესი, მსგავსი გამოცდილებები ბოლოს მწვრთნელებისთვის პრობლემების შემქნით სრულდება, ეს თავად რუდისაც მშვენივრად მოეხსენება. სხვა საქმეა დე ლაურენტისი - კლუბის პრეზიდენტი. ფრანგი თავკაცი ალბათ იმითაც კმაყოფილია, მისი შენიშვნის შემდეგ დაცვით ფაზაში გაცილებით აქტიური ოსიმენი რომ ვნახეთ. ნიგერიელი ბრაგაში ცივსისხლიანი არ ყოფილა, გასული სეზონის ვიქტორი ასეთი შეხვედრიდან უგოლოდ არ გავიდოდა. კარგი იქნებოდა, თუკი ის ქართველის პასს გოლად აქცევდა და მძლავრი დუეტი კვლავ შედეგიანად ამოქმედდებოდა.
რა შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ უახლოეს მომავალში? მცირე დრო ცენტრალურ მცველ ნათანსაც მიეცა და იქნებ სამომავლოდ მასშიც კია დაცვის დალაგების მექანიზმები. ამ ეტაპზე ნორვეგიელი ოსტიგორის პროგრესს აღვნიშნავთ, რაც კიმის დონის პარტნიორთან უფრო საგრძნობი იქნებოდა. თუკი გარსიას მიაჩნია, რომ რასპადორის ან ელმასს მეტი დრო უნდა მიეცეს, მაშინ ტატქიკურ ცვლილებებზეც მოუწევს დაფიქრდება, თანაც სუსტი საყრდენი ზონის ფონზე.
წინ მადრიდის "რეალთან" თამაშია, მანამდე კი საკუთარ კედლებში "ნაპოლი" უფრო ძლიერი და წინა სეზონის მსგავსი დომინანტი უნდა გახდეს - ლიდერების კარგ ხასიათზე ყოფნით!..